მეუფე ნიკოლოზი - რომის საყდრის ფაქტობრივად მეორე პირია ჩამოსული, რომელმაც არ გამოვრიცხავ, რომ დიდი როლი შეასრულა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში

რომის საყდრის ფაქტობრივად მეორე პირია ჩამოსული, კარდინალი, რომელმაც არ გამოვრიცხავ, რომ დიდი როლი შეასრულა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რადგან კარდინალი საქართველოში ჩამოვიდა, არაა გამორიცხული ცხინვალში ჩასულიყო.

„ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია მაქვს მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. მე პირადად მასთან შეხება არ მქონია.

როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი როლი შეასრულა და რომის საყდრის ფაქტობრივად მეორე პირია ჩამოსული, კარდინალი, რომელმაც არ გამოვრიცხავ, რომ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დახმარებისთვის მივმართეთ რომის პაპს. ვფიქრობ, რომ წვლილი შეიტანა და რადგან კარდინალი საქართველოში ჩამოვიდა, არაა გამორიცხული ცხინვალში ჩასულიყო”,- განაცხადა მეუფემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა