პოლონეთის პრემიერი - ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში მიზანმიმართულად იტყუება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუს მორავეცკიმ რუსეთის პრეზიდენტი, „გამიზნულ ტყუილებში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი მეორე მსოფლიო ომზე საუბრისას მიზანმიმართულად იტყუება.

„პრეზიდენტი პუტინი პოლონეთთან მიმართებაში გამიზნულად იტყუება. ეს არაერთგზის მოხდა. როგორც წესი, ის ასე მაშინ იქცევა, როცა რუსეთი გრძნობს საერთაშორისო ზეწოლას თავისი ქმედებების გამო“, - განაცხადა მორავეცკიმ.

მისივე განცხადებით, რუსეთმა ბოლო კვირების მანძილზე მრავალი მარცხი განიცადა, მათ შორის ბელორუსზე ვერ დაამყარა სრული კონტროლი, რამაც პუტინის გაღიზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთის ელჩს ნაცისტურ გერმანიაში „ნაბიჭვარი და ანტი-სემიტი ღორი უწოდა“.

მისი თქმით, პოლონელი დიპლომატი „სრულ სოლიდარობას უცხადებდა ჰიტლერს“.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, რუსეთის ელჩი პოლონეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ცნობისთვის, ისტორიკოსებისა და მკვლევარების ნაწილი პოლონეთს მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიისთვის მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 2018 წელს, მორავეცკის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ნებისმიერი განცხადება პოლონეთის ნაცისტურ გერმანიასთან თამაშრომლობაზე, ადმინისტრაციული წესით ისჯება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო