გიგი უგულავა - ამ წელს „ლურჯ მელიას“ საღებავი მოძვრა და მოხდა ლუსტრაცია - ივანიშვილი გახდა გადამგდები და მატყუარა, რომელთანაც საქმის დაჭერა არ შეიძლება

ამ წელიწადმა გატეხა მითი ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის შესახებ. რაც მთავარია, მან საჯარო სახე დაკარგა საშვილიშვილოდ, ამიერიდან მის სიტყვას არანაირი ფასი არ ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსს“ 2019 წლის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს „ივანიშვილმა საკუთარ საჯარო პოლიტიკურ საქმიანობას და მომავალს დაუსვა წერტილი“.

„2018 წლის ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ 2019 წელი ძალიან დაძაბული იქნებოდა. ვგულისხმობ მეორე ტურს და იმას, რა ფორმითაც ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტური და რა ფორმითაც დასვა შარშან სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად. ეს სრულიად ცალსახად იძლეოდა იმ პროგნოზის საშუალებას, რომ სიმძიმის ცენტრი სხვა წონასწორობის ცენტრში გადაინაცვლებდა ანუ პოლიტიკის რადიკალიზაცია მოხდებოდა იმიტომ, რომ სახეზე არაერთი ძალადობა გვქონდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს, თუმცა, ალბათ, ყველას მოლოდინს გადააჭარბა იმ მოვლენებმა, რაც ზაფხულის შემდეგ საქართველოში განვითარდა. პირველ რიგში, ის რეაქცია, რაც საზოგადოებას ჰქონდა გავრილოვის ვიზიტზე და შემდეგ უკვე ის სისხლიანი ღამე, რომლითაც პრაქტიკულად მოხდა სრული მხილება და ლუსტრაცია „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნება“ საბოლოოდ შევიდა დეგრადაციის სპირალში 20-21 ივნისს, საიდანაც მცდელობა იყო გამოსვლის, როდესაც ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს დაპირდა საზოგადოებას, მაგრამ როგორც დავინახეთ, ეს ყველაფერი გამოდგა სულ მცირე ფარსი. ივანიშვილი შიშმა აიძულა სპექტაკლი დაედგა, რომ ვითომ დაჩი ბერაიები აჯანყდნენ და პროპორციული არჩევნები ჩააგდეს“, - განაცხადა უგულავამ.

მან ასევე ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაზე და მას წლის ყველაზე პოზიტიური ნაწილი უწოდა.

„ჩვენ ყველანი ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებოდით ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ ამბავს, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. ეს არის ბრწყინვალე, გმირული მაგალითი, რომელიც დატოვა ამ წელიწადმა, ნიშნად იმისა, რომ გაისად ყველა ადამიანს, პოლიტიკოსს თუ საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებას, ჰქონდეს მაგალითი, რომ ამ კინკლაობაზე მაღლა შეიძლება არსებობდეს ის, რაზეც ფოკუსირება და საერთო შეხების წერტილების მოძებნა გვმართებს. ამ ამბავმაც კი გამოავლინა, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლება ძალიან დიდ დეგრადაციის სპირალშია იმიტომ, რომ ჩვენ ასევე ვნახეთ მასზე იმ ცნობილი ტროლების და ბოტების თავდასხმა. ასევე ამ წლის მონაპოვარია ის, რომ „ფეისბუქმა“ ერთხელ და სამუდამოდ დაადუმა, დაადუღა და გამოავლინა „ქართული ოცნების“ ფლიდი ბუნება, რომ ხელისუფლებამ, რომელიც მოვიდა ფასადური დემოკრატიის და ფასადების ღებვის კრიტიკით, საბოლოო ჯამში, ფასადი კი არა, ვირტუალი სამყარო წარმოგვიდგინა, სადაც ვითომ ყველა ბედნიერია, ყველა აღტაცებით კვერს უკრავს ივანიშვილს და მის მთავრობას, მაგრამ ერთ დღესაც უცბად ჩამოიშალა ეს ყველაფერი. საბჭოთა დროინდელ ქართულ მულტფილმს თუ გავიხსენებთ, პრაქტიკულად ამ წელიწადმა ლურჯი მელიის საბოლოოდ ლუსტრაცია მოახდინა, რომ ლურჯი და რაიმეთი აღსანიშნავი და გამორჩეული კი არა, ჩვეულებრივი, გადაღებილი მელია იყო. ეს საღებავი მოძვრა და მოხდა სრული ლუსტრაცია. ივანიშვილმა საკუთარ საჯარო პოლიტიკურ საქმიანობას და მომავალს დაუსვა წერტილი. ის იქცა, როგორც აბსოლუტურად არასაიმედო პარტნიორი, გადამგდები და მატყუარა ადამიანი, რომელთანაც საქმის დაჭერა უბრალოდ არ შეიძლება. ამ ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა, რაც არსებითაც განსაზღვრავს ივანიშვილის დაისს 2020-ში“,- განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა