2019 წელი KTW ჯგუფისთვის - ზურაბ ჩხაიძე გასულ წელს აჯამებს

KTW ჯგუფის გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„უპირველეს ყოვლისა გილოცავთ შობა-ახალ წელს! დაე, 2020 მშვიდობისა და გამთლიანების წელი ყოფილიყოს საქართველოსთვის, ხოლო ჩვენი ოჯახებისთვის სიმშვიდის, სიხარულისა და წარმატების მომტანი!

მინდა მოკლედ შევაჯამო განვლილი წელი KTW ჯგუფის მიერ მიღწეული შედეგების ჭრილში. 2 ახალი საექსპორტო ბაზარი და 16 მილიონზე მეტი ერთეული ღვინო და კონიაკი საერთაშორისო ბაზარზე - KTW ჯგუფს ექსპორტის მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი, 15%-იანი ზრდა ჰქონდა. სექტემბრის თვიდან ჩვენი პროდუქცია აზერბაიჯანში გადის, წლის ბოლოს კი თურქმენეთის ბაზრის ათვისება მოხდა, სადაც პირველად პროდუქცია ნოემბრის თვეში გავაგზავნეთ. წლის განმავლობაში KTW ჯგუფმა წარმოებაში ჩაუშვა ღვინის რამდენიმე ახალი ხაზი - „შატო მანავი“, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული, ასევე შიდა ბაზრისთვის „გურამიშვილის მარნის“ „აის ვაინი”, „ოჯალეში“ და ქართლის „დანახარული“.

მნიშვნელოვანია, რომ უკვე KTW ჯგუფი ღვინისა და კონიაკის წარმოების გარდა, აერთიანებს რამდენიმე კომპანიას სოფლის მეუნეობის, დეველოპერულ და სტუმარ-მასპინძლობის სექტორებში. ექსპორტის მიმართულებით ზრდა დაფიქსირდა საკონსერვო წარმოების „ნენას“ კუთხითაც, რომლის ქარხნებიც ჩოხატაურსა და ქედაში მდებარეობს. ექსპორტის ზრდამ 2019 წელს 155 % შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 31 % იყო. ასევე, გაფართოვდა „ნენას“ საკონსერვო პროდუქციის საექსპორტო ბაზრებიც. 2019 წელს „ნენას“ პროდუქცია აშშ-ის, გაერთიანებული ემირატების, კანადისა და ლატვიის ბაზრებზეც გავიდა.

ასევე, მანავში 500 ჰექტრამდე მიწაზე ვენახს ვაშენებთ, სადაც ირგვება ქართული ვაზის ჯიშები. გურჯაანში 700 ჰექტარ მიწაზე დაწყებულია საფერავის ჯიშის ვენახის გაშენება, რაც თავისი მასშტაბით საქართველოში უპრეცენდენტოა. 2 წლიანი შრომატევადი სამუშაოების შემდეგ, წელს დავასრულეთ ხობში 200 ჰექტარზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით თხილის პლანტაციების გაშენების პროექტი, სადაც 2021 წლისთვის თხილის საწარმოს გახსნას ვგეგმავთ. ასევე, ჩვენი კომპანია ინვესტიციას ახორციელებს ზეთის ხილის გაშენების კუთხით.

აქტიურად მიმდინარეობს ორი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა გურიაში- ოზურგეთსა და ასკანაში. სულ მალე გაიხსნება სასტუმრო, „ორბელიანი რეზიდენსი“ თბილისში, განახლებულ ორბელიანის მოედანზე. 2019 წელს გავაფართოვეთ მაღაზია-სალონების კომპონენტიც. სწორედ რეკონსტუირებულ ორბელიანის მოედანზე გაიხსნა სექტემბრის თვეში მაღაზია-სალონი სახელწოდებით „ღვინის მაღაზია ორბელიანზე“.

2020 წელს ამბიციური გეგმები გვაქვს დეველოპერული მიმართულებით, მათ შორის ეკო-სოფლის პროექტიც, რომლის დეტალურ პრეზენტაციასაც გაზაფხულისთვის წარმოგიდგენთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კეთილი სურვილებით,

ზურაბ ჩხაიძე

KTW ჯგუფის გენერალური დირექტორი

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა