„თიბისიმ“ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა - „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

თიბისიმ 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი.

„ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნოემბერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ლარის დოლარის მიმართ სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა და ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.

თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები.

გაცვლით კურსს რაც შეეხება, თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე - https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„თიბისიმ“ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა - „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს“ გამოაქვეყნა

თიბისიმ 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის თანახმად, მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი.

„ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნოემბერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ლარის დოლარის მიმართ სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა და ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.

თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები.

გაცვლით კურსს რაც შეეხება, თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე - https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო