ევროპის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს 2020 წელს ულოცავს

ევროპის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს ახალ, 2020 წელს ულოცავს.

საკუთარ მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მინისტრი ხაზს უსვამს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს, რაც ემსახურება საერთო ღირებულებების დაცვასა და განმტკიცებას.

„2019 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოსთვის.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უპირობო დაცვის მიზნით 70 წლის წინ დაფუძნებული ორგანიზაცია დაპირისპირებებით დაღლილი ევროპისთვის სწორედაც რომ ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა.

20 წლის წინ, საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტების განმტკიცებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გზით, საქართველო მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებს, რომ ის ევროპის საბჭოს მთავარი პრინციპების ერთგულია.

2019 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და თავის პრიორიტეტებად ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა და გაძლიერება განსაზღვრა. მტკიცედ გვწამს, რომ 2020 წელს, წევრ სახელმწიფოებთან და ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი პრიორიტეტებისა და საერთო მიზნების მიღწევას.

დაე დამდეგმა წელმა მოგვიტანოს მშვიდობა, პოზიტიური ცვლილებები და კეთილდღეობა!

მშვიდობიან და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!“,- ნათქვამია ევროპის საბჭოს თავმჯდომარის წერილში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა