საფრანგეთში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, აქციები 29-ე დღეა გრძელდება

საფრანგეთში ბოლო 51 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა გრძელდება. საფრანგეთში სატრანსპორტო სექტორის გაფიცვა უკვე 29-ე დღეა იმართება, რაც იმას ნიშნავს რომ 1968 წლის შემდეგ ეს ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვაა საფრანგეთში. ქვეყანაში საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, რეფორმა აუცილებელია, რათა საპენსიო სისტემა უფრო მდგრადი და სამართლიანი გახდეს, რასაც არ ეთანხმებიან პროფკავშირები.

რეფორმის ფარგლებში იგეგმება საპენსიო ასაკის გაზრდა. საკითხზე მოლაპარაკებები მთავრობასა და პროფკავშირებს შორის 7 იანვარს არის დაგეგმილი.

ამასთან, გაფიცულები აცხადებენ, რომ 9 იანვარს მასშტაბურ დემონსტრაციას გამართავენ და ისეთი ობიექტების ბლოკირებას მოახდენენ, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები, ნავთობტერმინალები და დეპოები.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი თვეა, საფრანგეთში გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, გაუქმდა სარკინიგზო და ავიარეისები.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს