საგარეო უწყება -  ათენში ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ამბელოკიპის უბანში, ძარცვის მცდელობისას მიღებული ტრავმისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა, რა დროსაც გარდაცვლილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ბინას ძარცვავდნენ.

უწყების ცნობით, დაწყებულია გადასვენების პროცედურები.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია.

"ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ სცადა შუშის კარის გატეხვა ,რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები, ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა მძიმე დაზიანების გამო,მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საკონსულო უკვე ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მოქალაქე დაკავებულია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა