ავსტრალიის სამხედრო ფლოტმა სანაპიროებიდან ათასობით ადამიანის ევაკუირება დაიწყო

ავსტრალიის სამხედრო ფლოტმა იმ ათასობით ადამიანის ევაკუირება დაიწყო, რომლებიც ხანძრის გამო სანაპიროებს აფარებენ თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ავსტრალიელი პარლამენტარი დარენ ჩესტერი „ტვიტერში“ წერს, რომ საზღვაო ძალების ხომალდის HMAS Choules-ის საშუალებით ქალაქ მალაკუტას სანაპიროებიდან 4000 ადამიანიდან 1000 ადამიანის ევაკუირება დაიწყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქალაქში მისასვლელი ყველა სახმელეთო გზა ჩაკეტილია, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი ქალაქის დატოვების ერთადერთ გზად რჩება.

ბოლო მონაცემებით, ტყის ხანძარის შედეგად ქვეყანაში 4 მილიონ ჰექტარი ტერიტორია დაიწვა და 1000-ზე მეტი სახლი განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსისა ვიქტორიას შტატებში მიმდინარე კვირის განმავლობაში სტიქიას 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, ვიქტორიას შტატში ამ დროისთვის 28 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“