სუდანში ავიაკატასტროფას 18 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას დასავლეთ დარფურის შტატში სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4 ბავშვია. თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა.

მედიის ცნობით, სამხედრო ხომალდს დახმარება მიჰქონდა იმ რეგიონში, სადაც რამდენიმე დღეა ეთნიკური ჯგუფებს შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია „ანტონოვ 23“ ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნა. არმიის პრესსპიკერის თქმით, საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს