გიორგი სანიკიძე - ომის დაწყების პერსპექტივას ვერ ვხედავ, პირველ რიგში, ეს ირანის ინტერესებში არ შედის

ვერ ვხედავ ომის დაწყების პერსპექტივას, პირველ რიგში, ეს ირანის ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ აშშ-სა და ირანს შორის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, რაღაც ინციდენტები მოხდეს, თუმცა ვითარების სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდას გამორიცხავს.

„ირანის მხრიდან საკმაოდ ხისტი განცხადებები გაკეთდა, ბუნებრივია, ტრამპის მხრიდანაც ხისტი იყო განცხადებები, წერტილოვანი დარტყმების ჩათვლით, მაგრამ მე პირადად ვერ ვხედავ ომის დაწყების პერსპექტივას, პირველ რიგში, ეს ირანის ინტერესებში არ შედის. შესაძლოა, იყოს გარკვეული ინციდენტები, ვთქვათ სპარსეთის ყურეში და რეგიონში ირანის მტრებთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას ირანის მხრიდან, მაგრამ არ არის მოსალოდნელი, რომ რაღაც ფართომასშტაბიან და სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს“, - განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირანში საფრანგეთის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისა და სურათების გადაღებისგან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს