ერაყის დედაქალაქში, სადაც სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობს, ანტიამერიკული შეძახილები ისმის

ათიათასობით ადამიანი ერაყის დედაქალაქში ბაღდადის აეროპორტში დაღუპულების დაკრძალვის პროცესიას ესწრება. მოქალაქეები ჰასად ალ სააბის დროშებით „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირებენ.

პროცესიას, ერაყის მაღალჩინოსნებიც ესწრებიან. მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ნოემბერში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, თანამდებობიდან გადადგა.

დაკრძალვის პროცესის მონაწილეებმა შეძახელებით ე.წ. მწვანე ზონაც გაიარეს, სადაც საერთაშორისო დიპლომატიური მისიების ოფისები, მათ შორის ამერიკის საელჩოც არის განთავსებული.

რაც შეეხება ყასიმ სულეიმანს, მის ცხედარს, ხვალ, ირანში გადაასვენებენ, სადაც სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ დაგეგმილ დარტყმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ყასიმ სულეიმანი, რომელიც ირანის ერთ-ერთი უმაღლესი მაღალჩინოსანია. სწორედ სულეიმანს უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში ირანული გავლენების გაზრდა. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა მსოფლიოს „ნომერ პირველი“ ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა.

ამასთან, ირანი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები შურისძიებით იმუქრებიან. გაზრდილი დაძაბულობების ფონზე, კი პენტაგონმა რეგიონში დამატებითი ჯარები გააგზავნა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია