პატრიარქს დაბადების დღე პოლიტიკოსებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მიულოცეს

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა. ილია მეორეს დაბადების დღე პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიულოცეს.

პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსახიობმა კახი კავსაძემ, მომღერლებმა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა