"დედა ენის“ ბაღში, გარემოვაჭრეთა მხარდასაჭერად Flea Market-ი მიმდინარეობს

"დედა ენის“ ბაღში, გარემოვაჭრეთა მხარდასაჭერად Flea Market-ი მიმდინარეობს. ბაღში სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც Flea Market-ის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარე მოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წინ სავაჭროდ გამოსვლაზე.

მათივე თქმით, Flea Market-იდან მიღებული თანხა, გარე მოვაჭრეებს გადაეცემათ.

"გარე მოვაჭრეების გარდა, აქ დადგებიან სტარტაპერები, მოიტანენ თავიანთ ნივთებს გასაყიდად, მათივე სურვილზე იქნება, შემოსული თანხის რა ნაწილს გადასცემენ ქალბატონებს, რომლებიც რეალურად ყოველდღიურად გვაძლევენ სამოქალაქო გმირობის მაგალითს. ჩვენც მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა ოჯახებიდან წამოვიღეთ რაღაცები, გავყიდით და ეს თანხაც ბუნებრივია, გადაეცემათ გარე მოვაჭრეებს", - განაცხადა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომლებმაც ადგილზე შეკრებილებს უთხრეს, რომ ბაღის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება არ ჰქონდათ. აღნიშნულს მერიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, ვითარება მალევე განიმუხტა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება