ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა. 52,7%-ით მან მოქმედი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბერ-კიტაროვიჩი დაამარცხა.
არჩევნების შედეგების შემდეგ, მილანოვიჩმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ყველა მოხალისეს, ყველა თქვენგანს, რომელიც 6 თვის მანძილზე მხარს მიჭერდით“, -დაწერა არჩეულმა პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერზე.
ხორვატიის ახალი პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას თებერვალში შეუდგება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"