გია ვოლსკი - გიორგი მამალაძე არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ

გიორგი მამალაძე, ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისივე განმარტებით, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და არ შეიძლება, მისი განყენებულად განხილვა.

„შეწყალება, მოწყალება ეს მუდმივი თემაა და ეკლესიას უნდა ახასიათებდეს. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღებია, რასაკვირველია, მაგრამ გიორგი მამალაძე ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ეს თემა არ შეიძლება განყენებულად იქნეს განხილული. ყველაფერი უკავშირდება პოლიტიკურ ინსინუაციებს, ყველაფერი უკავშირდება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და თემა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოყენებულია პოლიტიკურ ასპექტში, რაც ასევე არ არის მისასალმებელი და სასურველი ჩვენი ხალხისთვის. მამა გიორგი მამალაძე არის ისეთივე ადამიანი, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ვინც მოელის შეწყალებას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო