ამირან სალუქვაძე - 2020 წლის არჩევნების წინ საშინაო პოლიტიკაში არსებული რეალობა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ამირან სალუკვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, ვინაიდან, ახლა ყველაზე განხილვადი თემა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით ბაღდადის აეროპორტში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალი ყასემ სულეიმანის აფეთქებაა, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

თქვენი დაკვირვებით, გენერალ სულეიმანის დაღუპვის გამო სავარუდოდ რა გართულებებია მოსალოდნელი აშშ-სა და ირანს შორის და ამის გამო რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- ვითარება, როგორც რეგიონში, ასევე აშშ-ირანს შორის, ისედაც უკიდურესად დაძაბული იყო. გავიხსენოთ ნავთობის ტანკერების აფთქებები და დაკავებები, საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქება, სირიასა და იემენში მიმდინარე რთული პროცესები, ბოლო პერიოდში ერაყში ვითარების გართულება და სხვა.

გასული წლის მიწურულს, 31 დეკემბერს, ერაყში აშშ-ის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მოსალოდნელი იყო საპასუხო ქმედებები. აშშ-ის პასუხი საკმაოდ ეფექტიანი და მტკივნეული აღმოჩნდა ირანისთვის. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. საგარეო საქმეთა სამინისტროში შვეიცარიის ელჩი დაიბარეს, რომელიც ამერიკის ინტერესებს წარმოადგენს.

ირანის მხრიდან საკმაოდ სერიოზული მუქარები ისმის. ამ ფონზე როგორ განვითარდება პროცესები, რთული სათქმელია და რაიმე ვერსიების განვითარება უფრო მკითხაობა იქნება, ვიდრე ანალიზის შედეგი.

ყველაფერი დამოკიდებულია ირანის საპასუხო ნაბიჯებზე. ერთი მხრივ ირანმა სახე უნდა შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კარგად ათვითცნობიერებენ, რომ არსებობს ისეთი წითელი ხაზები, რომელთა გადალახვა ამერიკასთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. ის რომ საპასუხო ქმედებებს უნდა ველოდოთ, დარწმუნებული ვარ.

ყველაფერი დამოკიდებულია ირანის საპასუხო ნაბიჯებზე. ერთი მხრივ ირანმა სახე უნდა შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კარგად ათვითცნობიერებენ, რომ არსებობს ისეთი წითელი ხაზები, რომელთა გადალახვა ამერიკასთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს. ის რომ საპასუხო ქმედებებს უნდა ველოდოთ, დარწმუნებული ვარ

ირანი უშუალოდ ვაშინგტონს უპასუხებს, თუ რეგიონში მის მოკავშირეებს, მალე დავინახავთ. ვიხრები ვერსიისკენ, რომ თეირანის პასუხი უფრო სახის შენარჩუნება იქნება, ვიდრე ომის გამომწვევი.

რაც შეეხება გავლენას საქართველოზე, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება სამეზობლოში, საფრთხის შემცველია. ომი სამეზობლოში იგივეა როგორც ხანძარი მეზობლის სახლში. კოლეგებს მოვუწოდებ მეტად თავშეკავებით გავაჟღეროთ შესაძლო ვერსიები და ნუ შევქმნით მესამე ქვეყნებისთვის სასარგებლო საინფორმაციო ფონს. მძაფრი სცენარების დაწერა რთული არაა, რთული სამოქმედო გეგმების და მზა რეცეპტების შეთავაზებაა.

ირანი უშუალოდ ვაშინგტონს უპასუხებს თუ რეგიონში მის მოკავშირეებს, მალე დავინახავთ. ვიხრები ვერსიისკენ, რომ თეირანის პასუხი უფრო სახის შენარჩუნება იქნება, ვიდრე ომის გამომწვევი

ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის მოლოდინი არ მაქვს. დღეს ეს ძირითად აქტორებს არ აწყობთ. აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციას ოპონენტები აკრიტიკებენ. ტრადიციულად კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს კრემლი.

მათი თქმით, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის დაკავშირება სოლეიმანთან არ შეიძლებოდა და გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა მოეხდინა შეფასებებიო. სამეზობლოში რუსეთის ქმედებები რომ არ გავიხსენოთ, რატომღაც კითხვები არ აქვთ რა უნდოდა ირანის სპეცძალებს ერაყის აეროპორტში?

ფართომასშტაბიანი რეგიონული ომის მოლოდინი არ მაქვს. დღეს ეს ძირითად აქტორებს არ აწყობთ. აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციას ოპონენტები აკრიტიკებენ. ტრადიციულად კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს კრემლი

საელჩოზე თავდასხმამდე, 27 დეკემბერს დაჯგუფება „ქეთაიბ ჰესბოლამ“, რომელსაც ირანი აფინანსებს, სარაკეტო შეტევა მიიტანა ამერიკის ბაზაზე ბაღდადის ჩრდილოეთით, რასაც აშშ-ს საჰაერო ძალების მხრიდან „ქეთაიბის“ 5 ბაზაზე სარაკეტო იერიშისი მიტანა მოჰყვაერაყის და სირიის ტერიტორიაზე.

„ქეთაიბმა“საპასუხოდ ისევ რაკეტები ესროლა ამერიკის საელჩოსა და სამხედრო ბაზას. შეტევის გამო საელჩოს ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა. ადგილი ჰქონდა საელჩოს აღების მცდელობას. ასე რომ, სოლეიმანის განადგურება კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ.

დაველოდოთ ვითარების განვვითარებას. როგორც აღვნიშნე, ყველა ირანის საპასუხო ნაბიჯების მოლოდინშია.

- ავად თუ კარგად გავაცილეთ შინ და გარეთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვლსაზრისით საკმაოდ დაძაბული და რთული 2019 წელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც არც თუ ისე იოლი წელი იყო.

ვინაიდან 2019 წელს არაერთი ისეთი პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც არ დასრულებულა, ახლა ალბათ 2020 წლის შედეგების შეჯამებაზე მეტად აქტუალური იმ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება გახლავთ, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა.

თქვენი დაკვირვებით, საშინაო პოლიტიკაში ტენდენციების თვალსაზრისით რომელ ტენდენციებზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა და რომელსაც, სავარაუდოდ გაგრძელება 2020 წელსაც ექნება?

- ის რომ დიდი ხანია პოლიტიკური ძალები 2020-ის ჭრილში მოქმედებენ და საარჩევნო კამპანია ვადაზე ადრე დაიწყო, სიახლეს არ წარმოადგენს. მთავარი ტენდენციაც ესაა.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ახალი ძალები პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს და ასეთ მოკლე ვადაში, 10 თვეში, უკვე სიახლის მოლოდინი აღარ მაქვს. გრძელდება საზოგადოების პოლარიზება და ერთმანეთის მიუღებლობა.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ახალი ძალები პოლიტიკურ არენაზე არ ჩანს და ასეთ მოკლე ვადაში, 10 თვეში, უკვე სიახლის მოლოდინი აღარ მაქვს. გრძელდება საზოგადოების პოლარიზება და ერთმანეთის მიუღებლობა

ჩვენთან პოლიტიკურ ძალებზე მეტად, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების მომხრეები არიან, რაც აშკარად იგრძნობა სოციალურ ქსელში. არადა, პირიქით უნდა იყოს. მთელი წლის მოვლენების აღწერა და შეფასება შორს წაგვიყვამს.

რაც ყველაზე მეტად მადარდებს ბოლო წლების განმავლობაში, ესაა, - გახლეჩილი საზოგადოება, გამოვყოფდი ოპოზიციური ფლანგის დასუსტებას, რაც ასევე ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის და ხელისუფლებას კომფორტულ გარემოს უქმნის. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ოპოზიციურ ძალებს თვითგანახლების უნარი არ შესწევს. ამ გზით კი წარმატებას ვერ მიაღწევენ. სამწუხაროდ, იგივეს გამეორება მიწევს, რასაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვამბობდი.

სამწუხაროდ, ოპოზიციურ ძალებს თვითგანახლების უნარი არ შესწევს. ამ გზით კი წარმატებას ვერ მიაღწევენ

- 2019 წელს ხელისუფლებას უამრავ მიზეზთა გამო უამრავი გამოწვევა ჰქონდა. სხვა საკითხია თუ როგორ შეძლო მან მათთან გამკლავება.

თქვენი აზრით, რა ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდა ხელისუფლება და რა ტიპის გამოწვევებზე იყო მისი რეაგირება არც თუ ისე წარმატებული და დამაჯერებელი, ზოგ შემთხვევაში გაუგებარიც კი?

- ალბათ, ამ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ყველაზე მძიმე წელი ჰქონდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ივნისის მოვლენებს, საპროტესტო აქციებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას, პოლიტიკური ძალების მიერ აქციებით, ანუ ელექტორატებით შეჯიბრს, დაპირისპირებებს სასამართლო სისტემის გამო და სხვა. ყველაფერს რა ჩამოთვლის?!

თუ ზოგადად შევაფასებთ, ამ დაპირისპირებებში ხელისუფლებამ ისწავლა შიდა კრიზისების მართვა, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციურ სპექტრზე. რატომღაც ხელწერას და ტაქტიკას არ ცვლიან. შედეგები სახეზეა. თუმცა, თავად ამ შედეგების დანახვა არ სურთ და, ისევე როგორც წინა წლებში, ძირითად ფსონს უარყოფითი დღის წესრიგის შექმნაზე აკეთებენ.

ოპოზიციასთან დაპირისპირებებში ხელისუფლებამ ისწავლა შიდა კრიზისების მართვა, რასაც ვერ ვიტყვი ოპოზიციურ სპექტრზე. რატომღაც ხელწერას და ტაქტიკას არ ცვლიან

რაც შეეხება ხელისუფლებას, მათ ადგილას არ დავმშვიდდებოდი. ხელისუფლების საქმიანობაში და შიდა პოლიტიკაში ბევრი რამეა შესაცვლელი.

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიცირებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ სახითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- ოპოზიციისთვის ერთი მხრივ წარმატებული იყო. საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს სახელისუფლებო უმრავლესობას. მეორე მხრივ ასევე საკმაოდ წარუმატებელი - თავადვე კრახი განიცადეს, თუ გავიხსენებთ საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ჩატარებულ უამრავ აქციას.

ამ მხრივ ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს. ოპოზიცია გააგრძელებს წერტილოვან აქციებს, ნეგატიურ ფონზე ხელისუფლების კრიტიკას. იყო რაღაც პოზიტიური პროგრამის შეთავაზების მცდელობა სტრატეგია აღმაშენებლის სახით, ისიც მიფუჩეჩდა და მისი განახლება ისეთ ეფექტს ვეღარ შექმნის.

ახალი ძალების გამოჩენისთვის დრო საკმაოდ ცოტა რჩება.~

ოპოზიცია გააგრძელებს წერტილოვან აქციებს, ნეგატიურ ფონზე ხელისუფლების კრიტიკას. ახალი ძალების გამოჩენისთვის დრო საკმაოდ ცოტა რჩება

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის დაბრუბენის იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება. მოახლოებულ არჩევნების წელს რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ხელისუფლებებისგან არ უნდა ველოდოთ, რომ თავის საპირწონედ ოპოზიციურ ძალებს ან შექმნიან, ან ხელს შეუწყობენ. საზოგადოებისთვის სატელიტი პარტიების შექმნით არაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ 2020 წლის არჩევნების წინ საშინაო პოლიტიკაში არსებული რეალობა „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანია.

რაც შეეხება ენმ-ის ლიდერის ფაქტორს, გეთანხმებით. განსაკუთრებით წამგებიანია ოპოზიციისთვის მუქარების გაჟღერება, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა ან პოლიციელთა დაშინება და სხვა. თუმცა, თავად იციან საკუთარი საქმის. 2020-ის მთავარ პრობლემად რჩება ისევ ის, რაც მანამდე - პოლიტიკური პროგრამების უქონლობა და არჩევანის სიმწირე.

2020-ის მთავარ პრობლემად რჩება ისევ ის, რაც მანამდე - პოლიტიკური პროგრამების უქონლობა და არჩევანის სიმწირე

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების ლობირებაში დაადნაშაულა.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხაზარაძის ბრალდება და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს-საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- ანაკლიის პროექტის შეფერხების მთავარ პრობლემად მაინც ფინანსების უქონლობა მესახება. ძალიან მალე, 2020 წლის განმავლობაში გამოჩნდება გადადგამს თუ არა მთავრობა ანაკლისს მშენებლობისკენ ქმედით ნაბიჯებს. თუ გადადგამს და ანაკლიის კონსორციუმის გარეშე პროექტი დაიძვრება, მაშინ ბრალდებები თავისით გაქარწყლდება.

დაველოდოთ. სადაც 3 წელი გაიწელა, ერთი წელიც დაველოდოთ. წესით არჩევნებამდე ახალი რეალობა უნდა ვიხილოთ. რაც შეეხება „ლელოს“ შანსებს, პირველი არჩევნებისთვის ის საკმაო შედეგს მიიღებს, თუმცა ლიდერობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არ უყვართ.

„ლელოს“ პირველი არჩევნებისთვის საკმაო შედეგს მიიღებს, თუმცა ლიდერობის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ბანკირები არ უყვართ

ამასთან ერთად „ლელოს“ ლიდერებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ადრე დავწერე, პოლიტიკაში გულანთებული უნდა მოხვიდე და არა გაბრაზებული-მეთქი. „ლელო“ გაბრაზებული მოვიდა. მას შემდეგ, რაც თავად იგრძნეს თავი დაჩაგრულად.

“ლელოს“ მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოგება ღირებულებების გამო გაუჭირდება, რადგან მხარდაჭერა ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ძალებს ექნება.

“ლელოს“ მოსახლეობის დიდი ნაწილის გულის მოგება ღირებულებების გამო გაუჭირდება, რადგან მხარდაჭერა ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ძალებს ექნება

ასევე არ მგონია ბოლო პოლიტიკურ გაერთიანებით, ვგულისხმობ „მემარჯვენეების“ და „შენების“ მოძრაობის შთანთქვას, სერიოზული შენამატი მიიღონ. გაერთიანება ყოველთვის არ ნიშნავს მხარდამჭერთა მატებას. შესაძლოა, უკუეფექტი გამოიწვიოს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ბევრი მიმართულებით გაჟღერებული პროგრამული მესიჯები ჩემთვის ზედაპირულია. ეს ჩვევია ჩვენს პოლიტელიტებს. არ გვთვლიან ღირსად, რომ წინასაარჩევნოდ თავი მეტად შეიწუხონ დეტალური პროგრამების წერით.

- საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- აშშ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ კორექტივებს არ მოველი. გაგრძელდება თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენცია, რასაც ბოლო წლებში ვხედავდით.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბედ რუდის საქმიანობა საკმაოდ წარმატებული იყო. ახალი ელჩი კიდევ მეტ დინამიკას შეიტანს ურთიერთობებში. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობები კი ჩვენი შიდა საკითხებია და ამას უნდა მივეჩვიოთ.

აშშ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ კორექტივებს არ მოველი

- მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და საარჩევნო წელს რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას მმართველი გუნდი?

- ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას არ ვუკავშირებ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებებს.

დუმის დეპუტატების მხრიდან ადგილი ჰქონდა იაფფასიან ტრიუკებს გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრორუსული პარტიების სასარგებლოდ. წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გააქტიურდებიან. სხვა რაიმე სიახლეებს არ უნდა ველოდოთ.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- ევროპაც უნდა იყოს მზად მეტად დაახლოებისთვის. ვფიქრობ, ამ რეალობაში საგარეო არენაზე მაქსიმუმი კეთდება. მეტი შესაძლებლობები იყო, რომ არა შიდა დაპირისპირებების გადატანა საგარეო არენაზე.

ამ მიზეზით ბევრი დავკარგეთ, განსაკუთრებით ხელისუფლების ცვლილების პირველ წლებში. სანამ ჩვენ არ ვისწავლით ერთობას საერთო მიზნის მისაღწევად, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს?!

ბალტიისპირეთის მაგალითის მოყვანა გვიყვარს, თუმცა მათი წარმატების ფორმულას არ ვსწავლობთ.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო