თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციაში თავად ირანის საელჩოს წარმომადგენლები და ირანელი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

"ეს ხალხი საელჩოსთან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ გენერალ სოლეიმანის ოჯახს. სოლეიმანი არ იყო ჩვეულებრივი სამხედრო პირი, ის იყო ერთ-ერთი ძლიერი მებრძოლი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას არა მარტო ირანი, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ მას ჰქონდა გამორჩეული როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოახდინა ამერიკამ მისი ლიკვიდაცია, ეს მომდინარეობს იქიდან, რომ გენერალი უპირისპირდებოდა იმ ტერორისტულ მოძრაობას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მხარდამჭერი იყო აშშ. შესაბამისად, ირანელი გენერალი იყო სიმბოლო ტერორიზმთან ბრძოლაში და ამიტომ მოხდა მისი ლიკვიდაცია. ამ მოვლენის შემდეგ დაიწყება გამოღვიძების ტალღა და ამ რეგიონის ქვეყნები გააგრძელებენ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ და ასევე ამერიკის წინააღმდეგ", - განაცხადა საქართველოში ირანის საელჩოს თავდაცვის ატაშე ებადოლა მუხტარმა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს, ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ბაღდადის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარტმა მიიტანა, რომლის დროსაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანის სამხედრო ლიდერი, „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი, ყასიმ სოლეიმანი დაიღუპა. ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით კი, პენტაგონს მიზანში ამოღებული აქვს ირანის 52 სტრატეგიული ადგილი, რომელსაც „ძალიან სწრაფად და ძლიერად გაანადგურებს“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს