14.07.2025 / 09:02
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, სასულიერო დასსა და მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა

დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. სადღესასწაულო მსახურება და წყალკურთხევა თბილისის სუბ გევორქის ტაძარში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტომ აცნობა.

მათივე ინფორმაციით, ხალხური ტრადიციისამებრ შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა