ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ ვერ იტყვის, რომ ათასობით მილის დაშორებით ამერიკას იცავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა CNN-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანი საკუთარ ტერიტორიას და ხალხს დაიცავს.

„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას და ჩვენს ხალხს. შეერთებულ შტატებს შეუძლია თავისი ქვეყანა დაიცვას, მაგრამ ის ვერ იტყვის, რომ ათასობით მილის დაშორებით ამერიკას იცავს“,-განაცხადა ზარიფმა.

მისივე თქმით, რეგიონში ირანს დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან ამ რეგიონში. ლამაზი სამხედრო აღჭურვილობა ვერ მართავს მსოფლიოს. მსოფლიოს ადამიანები მართავენ. პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა გაიღვიძოს იმ რეალობაში, რომ ადამიანები ამ რეგიონში განრისხებული არიან. მათ სურთ ამერიკა გავიდეს რეგიონიდან. ჩვენ აქ ვართ და არსად წავალთ. ჩვენ აქ ვიყავით ათწლეულების მანძილზე, ამერიკელები კი ახალმოსულები არიან“,-განაცხადა ზარიფმა ინტერვიუში.

ჯავად ზარიფმა პრეზიდენტი ტრამპი იმ განცხადების გამოც გააკრიტიკა, როცა აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკელები, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ უფრო უსაფრთხოდ არიან.

„ამერიკა ახლა უფრო უსაფრთხოდაა? ამერიკელები უფრო დაცულად გრძნობენ თავს? რას გრძნობენ როცა ამ ხალხის შეძახილებს უსმენენ?“-განაცხადა ზარიფმა.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო