გრიგოლ გეგელია - როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა ანაკლიის კონტრაქტი, ისევე დაასრულებს ქართველი ხალხი „ოცნებასთან“ კონტრაქტს

როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა ანაკლიის კონტრაქტი, ისევე დაასრულებს ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებასთან“ კონტრაქტს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გეგელიას პროგნოზით, „ქართულ ოცნებას“ სახლში წასვლა მოუწევს და მის ნაცვლად ხელისუფლებაში „უფრო სერიოზული, კომპეტენტური ადამიანები მოვლენ, რომლებიც ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვნას განაგრძობენ“.

„ეს ხელისუფლება თავიდანვე, პოლიტიკური საბაბით ებრძოდა ანაკლიას და განაგრძო ეს ბრძოლა პოლიტიკური მიზეზებით. სხვა არანაირი რაციონალიზაცია სერიოზული გაგებით არ არსებობდა. ეს იყო და არის პოლიტიკური ბრძოლა და შესაბამისად, პასუხიც იქნება პოლიტიკური. ძალიან კარგი გაგრძელება ექნება - როგორც დღეს „ქართულმა ოცნება“ დაასრულა ანაკლიის კონტრაქტი, ასევე დაასრულებს ქართველი ხალხი კონტრაქტს „ქართულ ოცნებასთან“. ისინი წაბრძანდებიან სახლში და სხვა უფრო სერიოზული და კომპეტენტური ადამიანები განაგრძობენ ამ ქვეყნის მართვას და ჭაობიდან გამოყვანას“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ფლაგმანი გახდებოდა.

„ანაკლიას შეეძლო ისეთი რაღაცები გაკეთებინა და გააკეთებს, რაც საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, არასოდეს არ ყოფილა. პირველი ის, რომ ანაკლია გაზრდიდა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს რამდენჯერმე, მეორე, რომ ანაკლია დაასაქმებდა 26 000 ადამიანს რამდენიმე წლის განმავლობაში, მესამე, რომ ანაკლია შექმნიდა ეკონომიკურ ჰაბს ამ რეგიონში, სადაც ყველა მეზობელი სახელმწიფო გარწკვეულწილად საქართველოსთან იქნებოდა ეკონომიკური ინტეგრაციის რეჟიმში. ფუნქციონალიზმის თეორიით რომ შევხედოთ, საქართველო გახდებოდა პირველი წამყვანი ქვეყანა, რომელსაც ფუნქციურად დაექვემდებარებოდა სხვა სახელმწიფოები. საქართველო გახდებოდა ფლაგმანი, მედროშე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების. ამის გარდა, წარმოების ზრდისთვის ანაკლია იყო უდიდესი მნიშვნელობის - ჩინელებს, რომლებსაც ენდომებოდათ ევროპული კავშირის ბაზარზე გასვლა, მოუწევდათ საქართველოში ეწარმოებინათ თავისი პროდუქცია, რომ „Made in Georgia” - თი გაეტანათ, რადგან საქართველოა ერთადერთი, რომელსაც აქვს ორივესთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ევროპულ კავშირთანაც და ჩინეთთანაც. შესაბამისად, ჩვენ ხიდი გავხდებოდით, როგორც ევროპელისთვის ჩინეთში გასატანად თავისი პროდუქციის, ისე ჩინელისთვის -ევროპაში. დღეს კი საქართველო არის უკვე ქვეყანა, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია სხვა ქვეყნის ნაწარმზე, რომელსაც ყველა ქვეყანა უსწრებს რეგიონში ეკონომიკური განვითარებით, რომელიც ბოლო ადგილზეა ბედნიერების ინდექსით მთელს რეგიონში, სადაც ბავშვთა შიმშილი დგას ყველაზე მწვავედ“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა