ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო სოხუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას მართავს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ვითარება დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაძაბულია. მომიტინგეები, რომლებიც რაულ ხაჯიმბას გადადგომასა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ, შენობაში შეიჭრნენ. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცავებთან შეტაკებისას, არიან დაზარალებულებიც.

შეგახსენებთ, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა