საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხება. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განუცხადა, დაკავებულების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

„დღეს ბრალდების მხარე, როგორც ყოველთვის, წარმოგვიდგენს რამდენიმე მოწმეს, რომლებიც არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ არიან პოლიციელები, დაინტერესებული მხარე. ჩვეულებრივი თეატრალური წარმოდგენაა, უბრალოდ კომედიურ-ტრაგიკული ჟანრიდან, ამ ბიჭების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რომლებსაც წესით ჩვენ უნდა დავუფასოთ მცდელობა და მონდომება, დაეცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება. ვერ დავარქმევ ამ პროცესს სამართლებრივს და მითუმეტეს სამართლიანს", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს ბესიკ თამლიანი, პროტესტის ნიშნად, არ დაესწრება. ადვოკატის განცხადებით, თამლიანი მის მიმართ პოლიტიკურ დევნას აპროტესტებს. მისივე თქმით, საქმეზე 20-ზე მეტი მოწმე დაიკითხა, რომელთაც პატიმრებთან არანაირი შემხებლობა არ აქვთ და მათ დანაშაულს ვერ ამტკიცებენ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ