7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მეუღლის საქმის მოსამართლემ თვითაცილება მოითხოვა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ თვითაცილების შესახებ განცხადება წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ამ გადაწყვეტილების არგუმენტად დარბაიძემ ის ფაქტი დაასახელა, რომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ბრალდების საქმის მოსამართლეც თავად იყო და გარდაცვლილი ბავშვის მამის ნათესავების მხრიდან მედიასთან არაერთი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს, 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას არ ეთანხმებოდნენ და სასჯელის მეტისმეტად მცირე ზომად მიიჩნევდნენ.

„მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია ჩემს მიერ მიხეილ დვალიშვილის ბრალდების საქმეზე თვითაცილება, ვინაიდან ეჭვქვეშ არ დადგეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - განაცხადა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.

„უნდა ჩატარებულიყო წინასასამართლო სხდომა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც უნდა მომხდარიყო ბრალდების მხარის მიერ და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა, თუმცა, მოცემულ საქმეზე მოსამართლის მიერ მოხდა თვითაცილების დაყენება, აიცილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და იგი გადაეცა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს სხვა მოსამართლეზე გასანაწილებლად“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა.

საქმის აცილების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას მიესალმება დაცვის მხარე.

„თვითაცილების საკითხის დაყენებაზე მოსამართლის მოტივაციას რაც შეეხება, ეს იყო განპირობებული იმით, რომ სწორედ მან განიხილა არასრულწლოვნის ბრალდების საქმე. დაცვის მხარე მიესალმება მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ დვალიშვილის ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის ურთიერთობას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

გორის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე 22 ოქტომბერს იმსჯელა. მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დვალიშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 2019 წლის 22 მაისს, შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობის სახედ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა109-ე მუხლის მე-2 ნაწილის"ბ" და"ვ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა.

იხილეთ ვიდეო: 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მეუღლის საქმის მოსამართლემ თვითაცილება გამოაცხადა

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!