სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასულიერო პირს ნინო ჩიქაოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გოგროშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მისი მამათილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

იხილეთ ვიდეო: სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს