დიმიტრი შველიძე  - დღევანდელი ხელისუფლება თუ გარდაიქმნება და მყისიერად პრობლემების გადაჭრას ისწავლის, მაშინ იმედი უნდა იქონიოს, რომ ტახტს შეინარჩუნებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, წინა წლის შედეგებსა და 2020 წლის პერსპექტივებზე საუბრით გვინდოდა თქვენთან ინტერვიუს დაწყება, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, ჩვენც პრაქტიკულად ყველაზე აქტუალური, ანაკლიის თემით რომ არ დავიწყოთ, არანაირად არ გამოვა.

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორტციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მეტიც, განაცხადა რომ კონსორციუმს პირგამსატეხლოს გადახდა მოუწევს. ასევე ითქვა, რომ მთავრობა ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძებნას იწყებს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ დავას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გააგრძელებენ.

მომხდარში ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ივანიშვილს ადანაშაულებს. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პროექტი აშკარად გადავადდა, თანაც საერთოდაც გაურკვეველია მისი ბედი?

- თვით ხელისუფლების წარმომადგენელთა საერთო აღიარებით, ანაკლიის პორტის აშენება გარდატეხას ჰპირდება ქართულ ეკონომიკას. კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტა, ფაქტობრივად მშენებლობის თავიდან დაწყების, საწყის ეტაპზე დაბრუნების თითქმის ტოლფასია.

ისე გამოდის რომ ხელისუფლებამ თავის თავზე უნდა აიღოს პროცესის გაგრძელება. მაგრამ მაინც ვინ არის დამნაშავე?

პირველი - თუ დამნაშავედ კონსორციუმს ჩავთვლით, ეს ფაქტობრივად არაფერს არ გვაძლევს, უფრო სწორად - ეს არავითარ სარგებელს არ გვაძლევს, ზიანის გარდა. მეორე - პორტის მშენებლობის ამ ეტაპზე ჩაშლაში, ვერც ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი იქნება დამნაშავე. მათ ქმედებაში ეჭვი შეიძლება არსებობდეს პორტის მშენებლობის რომელიღაც ეპიზოდის მიმართ და არა მთელი პროცესის.

მესამე - რადგან ხელისუფლებამ თავად აიღო ხელში პორტის მშენებლობის პროცესის გაგრძელების რთული საქმე, დღესვე მისი ყელში წვდომა არამართლზომიერად შეიძლება ჩაითვალოს.

რადგან ხელისუფლებამ თავად აიღო ხელში პორტის მშენებლობის პროცესის გაგრძელების რთული საქმე, დღესვე მისი ყელში წვდომა არამართლზომიერად შეიძლება ჩაითვალოს

მაშ ვიღა რჩება? პასუხი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ოპოზიციის არგუმენტებს ხელისუფლება სასაცილოდ თვლის. სულ სხვაა როცა თვით ხელისუფლების წარმომადგენელი, რომან კაკულია, უკვე მერამდენედ, „შინაგამცემის“ როლში გამოდის და თითს რუსეთისკენ იშვერს, ხოლო ხელისუფლების ნაბიჯს კი, ჩვენი ქვეყნის უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯად მიიჩნევს.

ჩვენ გვჯერა, რომ ბატონ რომანის განცხადება საფუძვლიანია, განსხვავებით, მისი მეორე დღეს გაკეთებული ცრუგანცხადებისაგან, რომელიც, აი, სკოლაში რომ შეცდომების გასწორებას ეძახდნენ, იმას ჰგავდა.

ანაკლიის ღმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ამოცანა ამოხსნილია და რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს პატარა ქვეყნის ხელისუფლებაზე.

რა იქნება მომავალში, ამ რეალობის გათვალისწინების ფონზე უნდა განიხილებოდეს.

ანაკლიის ღმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ამოცანა ამოხსნილია და რა არის ამაში გასაკვირი, რომ რუსეთი ზეწოლას ახდენს პატარა ქვეყნის ხელისუფლებაზე

- 2019 წელი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული და არც თუ ისე იოლი წელი იყო. ვინაიდან 2019 წელს არაერთი ისეთი პოლიტიკური პროცესი დაიწყო და არა ერთი ტენდენცია გამოიკვეთა.

ვინაიდან 2019 წელს არაერთი ისეთი პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც არ დასრულებულა, ახლა ალბათ 2020 წლის შედეგების შეჯამებაზე მეტად აქტუალური იმ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება გახლავთ, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა.

თქვენი დაკვირვებით, საშინაო პოლიტიკაში ტენდენციების თვალსაზრისით რომელ ტენდენციებზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა და რომელსაც, სავარაუდოდ გაგრძელება 2020 წელსაც ექნება?

- ყველა ის პრობლემა თუ პროცესი, რომელიც აწ უკვე გასული წლის 31 დეკემბრამდე ფიგურირებდა ჩვენს რეალობაში და წერტილი არ დასმია, მემკვიდრეობად გადმოეცა 2020-ს. ასეთები კი ბევრია - არჩევნები, ეკონომიკური, სოციალური სფეროები, ლარის კურსი, კრიმინალი, ფასები, უმუშევრობა, ანაკლია და ა. შ.

ძნელია რომელიმე მათგანზე შეჩერება, რადგან ვერც ჩამოთვლილებისა და ვერც ჩამოუთვლელების გადაჭრა ვერ მოხერხდა. მაინც, პირველ რიგში, არჩევნების თემაა დასასახელებელი.

თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მრავალრიცხოვან გამოწვევებს გაუმკლავდეს, მაშინ უნდა ისიც ვაღიაროთ, რომ კრიზისს ობიექტური გარემოებები და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გააჩნია. მაშინ ხელისუფლებაც და ჩვენც უძლურები ვყოფილვართ, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ

- 2019 წელს ხელისუფლებას უამრავ მიზეზთა გამო უამრავი გამოწვევა ჰქონდა. სხვა საკითხია თუ როგორ შეძლო მან მათთან გამკლავება.

თქვენი აზრით, რა ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდა ხელისუფლება და რა ტიპის გამოწვევებზე იყო მისი რეაგირება არც თუ ისე წარმატებული და დამაჯერებელი, ზოგ შემთხვევაში გაუგებარიც კი?

- პოზიტიური ის მოხდა, რომ ხელისუფლება დათანხმდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას და ორი მხარე მაგიდასთან დასხდა. მართალია ეს პროცესი ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დაიწყო, მაგრამ მთავარია რომ პროცესს ხელისუფლება დაყაბულდა.

გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შესახებ. თუ ეს ასეა, ძალიან კარგი, მაგრამ ეს ე. წ. ზრდა ეტყობა ისეთი უმნიშვნელოა რომ მოსახლეობის მდგომარეობაზე ვერ აისახება. პირიქით, რეალურად გვაქვს ფასების ზრდა რიგ პროდუქტებზე, სამომხმარებლო საქონელზე.

თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მრავალრიცხოვან გამოწვევებს გაუმკლავდეს, მაშინ უნდა ისიც ვაღიაროთ, რომ კრიზისს ობიექტური გარემოებები და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები გააჩნია. მაშინ ხელისუფლებაც და ჩვენც უძლურები ვყოფილვართ, რომ ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციისათვის ისაა, რომ მან ფუნდამენტური სიმართლის მოპოვება შეძლო. ფუნდამენტური სიმართლეა - პროპორციული არჩევნები, რომლის დაპირება მან მიიღო ხელისუფლებისაგან... შემდგომში და დღესაც ეს ფუნდამენტური სიმართლე ოპოზიციამ თავის სტრატეგიად აქცია

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიცირებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საკითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციისათვის ისაა, რომ მან ფუნდამენტური სიმართლის მოპოვება შეძლო. ფუნდამენტური სიმართლეა - პროპორციული არჩევნები, რომლის დაპირება მან მიიღო ხელისუფლებისაგან.

ხელისუფლებამ ეს დაპირება გასცა - ეს ფაქტია და ისიც, რომ მან ეს დაპირება უკან წაიღო. ესაა ფუნდამენტური სიმართლე და ის ოპოზიციის მონაპოვარია.

სხვა ამბავია - რა პირობებში გასცა ეს დაპირება ხელისუფლებამ, ეს კონსტიტუციურია თუ არა, შეცდომა იყო თუ არა და სხვ. შემდგომში და დღესაც ეს ფუნდამენტური სიმართლე ოპოზიციამ თავის სტრატეგიად აქცია.

ყველაზე დიდი პრობლემა ოპოზიციისათვის ისაა, რომ ოპოზიციის მთავარი ძალა - „ნაცმოძრაობა,“ მასთან ერთად „ევროპული საქართველო“ ელექტორატის თვალში მნიშვნელოვნად კომპრომიტირებულია

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის დაბრუნების იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება.

მოახლოებულ არჩევნების წელს რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ყველაზე დიდი პრობლემა ოპოზიციისათვის ისაა, რაზედაც ის ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს და ზრუნავს. ოპოზიციის მთავარი ძალა - „ნაცმოძრაობა,“ მასთან ერთად „ევროპული საქართველო“ ელექტორატის თვალში მნიშვნელოვნად კომპრომეტირებულია.

რომაელები ტყუილად არ ამბობდნენ - „ვაი დამარცხებულთ“. „ნაციონალები“ 2012 წელს დამარცხდნენ, მაგრამ მათ მოსახლეობისათვის არ განუმარტიათ - რატომ დამარცხდნენ, რა შეცდომები დაუშვეს, მათ არ აუღიათ თავზე დამარცხების პასუხისმგებლობა. ეს ერთი.

გაჩნდა ე. წ. მესამე ძალის საზოგადოებრივი დაკვეთა. დღეს „ლელო“ ამგვარ მესამე ძალად აღიქმება და ეს განწყობა სულ უფრო გაძლიერდება მომდევნო თვეების მანძილზე

და მეორე. ქართველი საზოგადოების დიდი უმრავლესობა - კონსერვატიულია, ტრადიციონალისტურია, ეროვნული ღირებულებებისადმია ერთგული. თუ გინდა რომ ასეთმა საზოგადოებამ ნდობა გამოგიცხადოს, ეს გარემოება მუდამ თვალწინ უნდა გქონდეს.

ჩვენმა პროდასავლურმა აქტორებმა კი ძალიან გაუსწრეს საკუთარ საზოგადოებას და ზოგიერთ მისთვის მიუღებელ ღირებულებას უწევენ პროპაგანდას. სხვას რომ თავი დავანებოთ ეს - არაპოპულარულია.

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხაზარაძის ბრალდება და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს-საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- მიუხედავად იმისა რომ ბატონ ხაზარაძეს დიდი ქარიზმა არ გააჩნია, მას და მის მოძრაობას რეალობამ გარკვეული მისია დააკისრა და საამისო პოტენციალი განუმზადა ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს აღარც ერთი და აღარც მეორე პოლიტიკური ბანაკი აღარ მოსწონს.

გაჩნდა ე. წ. მესამე ძალის საზოგადოებრივი დაკვეთა. დღეს „ლელო“ ამგვარ მესამე ძალად აღიქმება და ეს განწყობა სულ უფრო გაძლიერდება მომდევნო თვეების მანძილზე. ამდენად, „ლელო საქართველოსთვის“ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად შეიძლება იქცეს, არა მისი ლიდერის ქარიზმის, არამედ მესამე ძალის მოთხოვნილების, საზოგადოებრივი დაკვეთის გამო.

2020-ის წლის რუსეთის პოლიტიკაც საქართველოსადმი ისეთივე იქნება როგორიც 2019-ში იყო და ეს სამწუხარო ერთფეროვნებაა. ის მხარს დაუჭერს რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკურ ძალებს

მართალია „ლელო“ ვერ მოასწრებს ხელისუფლებისა თუ ნაციონალური მოძრაობის

ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს არცაა აუცილებელი.

„ლელოს“ თუნდაც ათპროცენტიანი წონა და მხარდაჭერა გადამწყვეტ ფაქტორად შეიძლება იქცეს თანაბარი ორპარტიული დაპირისპირების ფონზე.

- საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- ქალბატონი ნი კელი დიგნამი ემოციურად კეთილგანწყობილი პერსონაა საქართველოს მიმართ, აფასებს ქვეყნის პარტნიორობას და დასავლურ მისწრაფებებს, კარგად ხედავს ჩვენს საშინაო და საგარეო პრობლემებს.

იმედია რომ მისი ელჩობა ნაყოფიერი და უფრო ეფექტური იქნება და არ შემოიფარგლება სტატისტის როლით. თუმცა სასურველია რომ უფრო ეფექტური იყოს იმ სახელმწიფოს მხარდაჭერა საქართველოსადმი, ვისაც ქალბატონი ელჩი წარმოადგენს.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და საარჩევნო წელს რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას მმართველი გუნდი?

- პეტრე პირველის დროიდან დღემდე რუსეთს თავის საგარეო პოლიტიკაში არასოდეს არაფერი არ შეუცვლია. სულ ერთი იყო, კარგი მმართველები ჰყავდა თუ ცუდი, მონარქები, კომუნისტები თუ დემოკრატები, რეფორმატორი, ალექსანდრე მეორე, კომუნისტი ბრეჟნევი თუ დემოკრატი ელცინი, სულ ერთია, ყველანი ერთი რუსულ-ბიზანტიური სტრატეგიის შემსრულებელ-გამტარებლები იყვნენ.

ეს არაა გადაჭარბება, ეს ისტორიული რეალობაა. პუტინი არაა და ვერც იქნება გამონაკლისი.

2020-ის წლის რუსეთის პოლიტიკაც საქართველოსადმი ისეთივე იქნება როგორიც 2019-ში იყო და ეს სამწუხარო ერთფეროვნებაა. ის მხარს დაუჭერს რუსეთისადმი ლოიალურ პოლიტიკურ ძალებს.

ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს - მოახდენს თუ არა ამ ბალანსზე გავლენას, ირან-ამერიკის ახალი კონფლიქტი. დიდმასშტაბიანი ომი არანაირად არ აწყობს საქართველოს

ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილი ახალი რეალობის ფონზე, ბუნებრივია, რუსეთი ეცდება თავისი გავლენა გააძლიეროს რეგიონში, რომლისგანაც შორს არა ვართ და წინასწარ ნუ ვიმკითხავებთ, როგორ აისახება ეს საქართველოს მიმართ.

ერთი რამ ფაქტია - რუსეთის პრეტენზიები საქართველოს მიმართ, ზუსტად დასავლეთის რუსეთისადმი წინაღობისა და ჩვენი მხარდაჭერის ხარისხის პროპორციული იქნება.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- დასავლეთსა და რუსეთს შორის, საქართველოსადმი დამოკიდებულებაში, დღემდე გარკვეული ბალანსი არსებობდა. არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებსაც არ კვეთს არცერთი მხარე, ხოლო საკითხები, რომლებზეც ეს წითელი ხაზები არ არსებობს - ის სფეროები გაყინულია, მათი მოგვარება მომავლისათვისაა გადადებული.

ახლა ამოცანა იმაში მდგომარეობს - მოახდენს თუ არა ამ ბალანსზე გავლენას, ირან-ამერიკის ახალი კონფლიქტი. დიდმასშტაბიანი ომი არანაირად არ აწყობს საქართველოს.

სჯობს მშვიდობაზე გავაკეთოთ აქცენტი და პაშინიანს მივბაძოთ, რომელმაც სომხეთის ტერიტორია ანტიირანული და ანტიამერიკული ქმედებებისათვის ხელშეუხებელ ზონად გამოაცხადა

ის, რასაც ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ, ასეთ შემთხვევაში ამერიკა გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, ბაზებს განალაგებს, აქ დამკვიდრდება, სავარაუდო პოზიტივთან ერთად დიდ უბედურებად შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას. ირანისათვის აშშ-ის ტერიტორია მიუწვდომელია, მაგრამ ჩვენი ტერიტორია მისაწვდომია, აქედან გამომდინარე შედეგებით.

გარდა ამისა, ამერიკას შორის ომების ცუდი ისტორიული პრაქტიკა აქვს - ის დამარცხდა არამარტო ვიეტნამში, არამედ წარუმატებლობა განიცადა სირიაში, მისი მდგომარეობა მყიფეა ავღანეთში, ერაყშიც კი.

სჯობს მშვიდობაზე გავაკეთოთ აქცენტი და პაშინიანს მივბაძოთ, რომელმაც სომხეთის ტერიტორია ანტიირანული და ანტიამერიკული ქმედებებისათვის ხელშეუხებელ ზონად გამოაცხადა.

დღევანდელი ხელისუფლება თუ გარდაიქმნება და მყისიერად პრობლემების გადაჭრას ისწავლის, მაშინ იმედი უნდა იქონიოს რომ ტახტს შეინარჩუნებს

- ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს ჩვენში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოების დამოკიდებულებაზე. არადა, 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და სწორედ ხალხს მოუწევს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანის გაკეთება.

ვინაიდან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, წლის მთავრი კითხვა უკვე ვიცით - შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“? სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებული ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედარებით შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

თქვენი დაკვირვებით, შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“?

- ამ კითხვას ასეთ პასუხს გავცემდი. ამ დღეებში გათამაშდა პატარა ეპიზოდი, რომელიც კარგად ასახავს მთელ ქართულ რეალობას. დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიამ გვაცნობა რომ ბაკურიანსა და გუდაურში წყალი არ მიეწოდებათ და ტურისტები გარბიან.

ჯერ ერთი, განგაში ატყდა ტურისტების გამო, თითქოს იქაური მოსახლეობა არც არსებობდეს. ერთი კვირა ამ ზარების ცემაში გავიდა და აი, მეხუთე დღეს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობა შეკრიბა სასწრაფო ზომების მისაღებად.

ეს არის პრობლემის ქართული ე. ი. მაინც დაგვიანებული, მაგრამ მაინც პოზიტიური გადაწყვეტა. ტურისტების გაქცევას არ ვიცი როგორ შეაჩერებს ეს ნაბიჯი, მაგრამ იქაურ მოსახლეობას მაინც ეშველება.

მოკლედ, დღევანდელი ხელისუფლება თუ გარდაიქმნება და მყისიერად პრობლემების გადაჭრას ისწავლის, მაშინ იმედი უნდა იქონიოს რომ ტახტს შეინარჩუნებს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს