ვარკეთილში, "ანას ბაღთან" მოსახლეობა  კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

ვარკეთილში, “ანას ბაღთან” შეკრებილი მოსახლეობა მე-3 დღეა აქციას მართავს. ისინი ადგილზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და მერიისგან მშენებლობის ადგილმონაცვლეობას მოითხოვენ.

ადგილობრივების ინფორმაციით დღეს, 16:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა იგეგმება.

,,ვაპროტესტებთ ჩვენს ეზოში, "ანას სკვერის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც იყო ჩვენი შვილების სასეირნო ადგილი. ფაქტობრივად აღარ გვაქვს ეზო, დაგვრჩა მხოლოდ "ანას სკვერი" და ისიც იბლოკება მშენებლობის შემთხვევაში. ვაპროტესტებთ ამ კორპუსის მშენებლობას და გაგრძელდება პერმანენტული აქციები, მუხტიც იზრდება. დღეს კვირა დღეა, მოსახლეობა სახლშია და ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას. მშენებლები გვაბრალებენ, რომ 5 კაცის ინტერესებში შედის კორპუსის შეჩერება. ჩვენ კონკრეტულად არავის ვპატიჟებთ და მოსაწვევებს არ ვუგზავნით. ვისაც გული შესტკივა, მოდის ჩვენთან და ყველას ვიღებთ. ვიცავთ ჩვენს ეზოს, სხვა ინტერესი არ გვაქვს და ძალიან ვთხოვ მერიას დაგვიდგეს გვერდში და გააკეთოს ადგილმონაცვლეობა”, - განაცხადა ადგილობრივმა ლილი ფურცელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა