ირანის პოლიცია დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნას უარყოფს

ირანის პოლიცია დემონსტრანტების მიმართ ცეცხლის გახსნას უარყოფს. ამის შესახებ ირანის პოლიციის ხელმძღვანელმა თეირანში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებისთვის არცერთ ირანელ პოლიციელს არ უსვრია და დეზინფორმაცია დასავლურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

შეგახსენებთ, რომ თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის აითოლა ალი ხამენეისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პროტესტი ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტის აღიარებას მოჰყვა, რაც ხელისუფლების მტკიცებით, „ადამიანური გადაცდომით“ იყო გამოწვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო