პარლამენტის აპარატის უფროსმა ახალგაზრდებს სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა

პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ცამეტ ახალგაზრდას, რომელთაგან ორ ყველაზე წარმატებულ სტაჟიორს პარლამენტი შრომით ხელშეკრულებას გაუფორმებს სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სტაჟირების ექვსთვიანი პროგრამა ხუთკვირიან სასწავლო საბაზისო კურსს, შუალედურ ტესტირებას, პარლამენტის სტრუქტურებში პრაქტიკულ საქმიანობას, მენტორების შეფასებებს, პროექტის შექმნასა და დასკვნით ტესტირებას მოიცავდა. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა შესაბამისი კატეგორიის სერტიფიკატები.

„სტაჟიორების უმეტესობას A კატეგორიის სერტიფიკატი გადაეცა. გივი მიქანაძის განცხადებით, ეს იმის დასტურია, რომ თითოეული მათგანი, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მსგავსად, სრულფასოვნად იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ასევე ისაუბრა დისტანციური სტაჟირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს 10 თებერვლიდან შესაძლებლობა ექნებათ სტაჟირება დისტანციურად გაიარონ პარლამენტის ორ სტრუქტურულ ერთეულში: ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში.

პარლამენტის აპარატის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ომიაძემ ახალგაზრდებს მიულოცა სტაჟირების წარმატებით დასრულება და ხაზი გაუსვა 6 -თვიანი პროგრამის მნიშვნელობას მათ კარიერული განვითარების გზაზე. ის ასევე მიესალმა პარლამენტის სტაჟირების პროგრამის ახალ მონაწილეებს და წარმატება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად