საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლებში: გუგუტიანთკარში, ზარდიაანთკარსა და კოშკაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, ავეჯი, სამოსი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყების თანამშრომელთა სახელით, მრავალშვილიან ოჯახებს, საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი კოლეგებთან ერთად ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

„საგამოძიებო უწყების თანამშრომლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო დღესასწაულები შიდა ქართლის სამხარეო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა საქველმოქმედო, სოციალური აქციები რეგულარულ სახეს ატარებს. სახელმწიფო უწყების თანამშრომლები ყოველთვის იჩენენ ყურადღებას შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქონ საყოფაცხოვრებო პირობები და საახალწლო განწყობა შეუქმნან თანამოქალაქეებს,”-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს