ადვოკატი - ჩანს, რომ გარკვეული ზეწოლა არის სასამართლოზე და არაჯანსაღი სამართლებრივი ინტერესია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ

ჩანს, რომ გარკვეული ზეწოლა არის სასამართლოზე და არაჯანსაღი სამართლებრივი ინტერესია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში განაცხადა, სადაც ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან შეხვედრა უნდა გაიმართოს.

ჭაბაშვილის ინფორმაციით, გიგაურს იმ გარემოებების თაობაზე მიაწვდიან შემაჯამებელ ინფორმაციას, რაც ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა.

ადვოკატის თქმით, ოქრუშვილთან მიმართებით მთელი რიგი კონსტიტუციური ნორმებია დარღვეული, მათ შორის მოწმეებზე ზეწოლის კუთხით.

„ბევრი რამ დაგვიგროვდა ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ერთ, ისე მეორე საქმეზე. ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას წინ უსწრებდა მისი მძღოლის და მეგობრის დაკავება და იარაღის ჩადება. მთელი რიგი კონსტიტუციური ნორმებია დარღვეული. ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ირღვევა კონსტიტუციური ნორმები. პლუს ამას, მოწმეებზე ხდება გარკვეული ზემოქმედება, რითაც ცდილობენ, ფალსიფიცირება მოახდინონ ბრალდების. მართალია, უკვე მოახდინეს, მაგრამ შეეცდებიან ამ ბრალდების სასამართლოში გატანას“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა შემთხვევაში ჰქონდა ადგილი მოწმეებზე ზეწოლას, ადვოკატის თქმით, „სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა იყო, რათა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხელი დაედო და დაედანაშაულებინა ის, თითქოს 20 ივნისის ღამეს ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა იმ არეულობას, რაც მოხდა”.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის საქმეს, ადვოკატის შეფასებით, დაცვის მხარეს ცოტა დრო ეძლევა არგუმენტების მოსამზადებლად და „აქაც ჩანს, რომ გარკვეული ზეწოლაა სასამართლოსა და მოწმეებზე“.

„ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის წინანდელი ამბავია ეს ყველაფერი, სასამართლო ძალიან ცოტა დროს გვაძლევს, თუნდაც ბოლოს, როდესაც ორი თვით მოვითხოვეთ საქმის გადადება, რათა საქმეს გავეცნოთ, გავაანალიზოთ, ჩვენი მტკიცებულებები მოვიპოვოთ და ამ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს დავუპირისპიროთ არგუმენტები, 20 დღეზე მეტი არ მოგვცა და აქაც კი ჩანს, რომ გარკვეული ზეწოლა არის სასამართლოზე და არაჯანსაღი სამართლებრივი ინტერესია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. აქაც გვაქვს მოწმეებზე ზეწოლის ფაქტი და ჩვენ ამას დავადასტურებთ. ბრალდება არის ფალსიფიცირებული”,- განაცხადა ჭაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა