ეკა გიგაური - 20-21 ივნისს ბევრ დაკავებულთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი, ვხედავთ პოლიტიკურ მოტივაციებს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც

ვფიქრობთ, რომ 20-21 ივნისს ბევრ დაკავებულთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი და აქ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივაციებს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიგაურის თქმით, მისი ორგანიზაცია აღნიშნული საქმის მასალებს შეისწავლის და საზოგადოებას არსებულ კითხვის ნიშნებს გააცნობს.

„ეს იყო რეგულარული შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან მაშინ, როდესაც მათ მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და მათ აქვთ კითხვები ამ გამოძიებასთან და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული 20-21 ივნისის გამოძიების მონიტორინგში. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრ ამ დროს დაკავებულთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის მყარი და აქ ვხედავთ პოლიტიკურ მოტივაციებს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი გამოგვიგზავნიან საქმის მასალებს. ჩვენ შევისწავლით და საზოგადოებას ოფიციალურად გავაცნობთ კითხვის ნიშნებს ამ საქმესთან დაკავშირებით”,- განაცხაა გიგაურმა.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საკითხს, გიგაურის თქმით, კითხვას ბადებს ის გარემოება, „რომ თუ იცოდნენ, ოქრუაშვილი ჩართული იყო ამაში, რატომ წარუდგინეს ბრალი ახლა”.

„ამ მიმართულებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და ცხადია, მაშინ როდესაც მკვლელობა მოხდა, ყველა ჩართული პირი უნდა დასჯილიყო. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კითხვა ის არის, რომ თუ იცოდნენ, ოქრუაშვილი ჩართული იყო ამაში, რატომ წარუდგინეს ბრალი ახლა. თუმცა ეს ის საქმეა, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო მაშინაც და ახლაც.

ჩვენ მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაზე და ზუსტად ამ საქმეს შევისწავლით, მასალებსაც ამ საქმესთან დაკავშირებით გამოგვიგზავნიან და დასკვნასაც ამ საკითხთან დაკავშირებით დავდებთ”,- განაცხადა გიგაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა