გრიგოლ გეგელია - ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ სახეს

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ სახეს, - ამის შესახებ „პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას შეფასებით, ხელისუფლება ვალს იღებს ქართველი ხალხის სახელით, რათა აზრს მოკლებული, სახიფათო პროექტები დააფინანსოს.

,,ის, რომ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე უკვე იმყოფება რუსული საოკუპაციო ტანკები, სავსებით არ ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი საშუალება უნდა მივცეთ რუსეთს, სხვადასხვა დამატებითი წყაროდან დაესხას თავს საქართველოს. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნამდვილ სახეს.

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის გრანდიოზულ, მასშტაბურ პროექტებს, რაც ათობით ათას ადამიანს დაასაქმებდა, საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად აქცევდა და საერთაშორისო მნიშვნელობას მიანიჭებდა.

ამის ნაცვლად, ეს ხელისუფლება იღებს ვალს ქართველი ხალხის სახელით, რათა აზრს მოკლებული, სახიფათო პროექტები დააფინანსოს. დღეს ვოლსკიმ ისიც კი თქვა, „თუ საქართველოს ოკუპაციის თემა დადგაო“. ლამისაა, რუსეთის არმია მცხეთას მოადგეს, ოცნების პარლამენტარი კი ამბობს, „თუ ეს თემა დადგაო““, - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაგეგმარება ხდებოდეს როგორც გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ასევე უსაფრთხოებაზე ზემოქმედების გათვალისწინებით.

ამ პროექტზე კი არც კი ვიცით, ჩატარდა თუ არა უსაფრთხოების ანალიზი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?