კახა კალაძე - ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ და იქნება გარკვეული დისკომფორტი

ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მასშტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის და ბოდიშსაც ამიტომ იხდის. რაც შეეხება დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს, როგორც მერი აღნიშნავს, ინფორმაციას ამაზე მოსახლეობას მომდევნო დღეებში მიაწოდებენ.

„ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს, იქნება გარკვეული დისკომფორტი, კიდევ ერთხელ მინდა ამის გამო ბოდიში მოვიხადო, თუმცა, სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება თუ მიწა არ გადაითხარა, თუ სამუშაოები ძირეულად არ ჩავატარეთ ისე, რომ ხვალ- ზეგ ისევ თავიდან გასაკეთებელი არ გვქონდეს. ჩვენ მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, რომლის განხორციელებას ვაპირებ, მე მხედველობაში მაქვს მსხვილი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება განსხვავებული, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, სუფთა, კომფორტული, მწვანე. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "წინასწარ მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩვენ ძალიან ბევრ მასტაბურ პროექტს დავიწყებთ წელს"

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო