ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2020

ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის - ხუხაშვილი

ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია - რუსული მედია

***

ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის - ხუხაშვილი

"ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოიზიციის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმერ პლახოტნიუკი ბედს გაიზიარებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი მოლდოვისთვის - ხუხაშვილი

"ცნობილ მოლდოველ ოლიგარქსა და მოლდოვის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ პლახოტნიუკს, რომელიც ქვეყნიდან არაფორმალური მმართველობისა და კორუფციული გარიგებების გამო გააძევეს, აშშ-მა სანქციები დაუწესა და შავ სიაში შეიყვანა. „ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა და დიდი ზიანი მიაყენა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას მოლდოვაში. მე დღეს იგი ოფიციალურად შევიყვანე სანქცირებულ პირთა სიაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლდოვას", - წერს ამასთან დაკავშირებით "ტვიტერში" აშშ-ის სხელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პლახოტნიუკი „ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა", ვიდრე ივანიშვილი, თუმცა მათ შორის მსგავსებები არის. „მე პირდაპირ ანალოგიას არ დავიწყებდი იმიტომ, რომ პლახოტნიუკი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსებები არის. მთავარი მსგავსება გახლავთ ამ ე.წ. ჩრდილოვან ავტორიტარიზმში. „მოგეხსენებათ, რომ პლახოტნიუკი მოლდოვაში არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ იკავებდა, ის პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს. ვიღაცამ შესაძლოა ივანიშვილთან პირდაპირი ანალოგია დაინახოს ამ ყველაფერში”, - დასძენს გამოცემა.

“მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის ბევრად უფრო უკეთესი მოვლენაა, ვიდრე პლახოტნიუკი იყო მოლდოვაში, მაგრამ თვითონ მმართველობითი სტილი/მოდელი სამწუხაროდ ანალოგიურია და აბსოლუტურად შეუსაბამოა ფასეულობათა იმ სისტემასთან, რასაც შეერთებული შტატები ცდილობს დაამკვიდროს თავის პარტნიორებთან. „ასე რომ, ამ ტიპის თეორიული რისკი არსებობს, მაგრამ პროცესი არაა შეუქცევადი, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის პლახოტნიუკი, მას ამის დრო ჯერ კიდევ აქვს", - განაცხადა ხუხაშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქიებს უწესებს პლახოტნიუკის ოჯახის წევრებსაც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრაძალებათ”, - წერს სტატიის ავტორი.

ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია - რუსული მედია

"15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმსაპინძლებს, რომელსაც ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. ამ შეხვედრის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი კრიტიკით შეხვდა, თუმცა რუსული მედია წერს, რომ ლავროვის თბილისში ვიზიტის შანსები მცირეა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“, სტატიაში სათაურით, ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია - რუსული მედია

"გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, ლავროვის მაისის მეორე ნახევრის სამუშაო გრაფიკი ჯერ დეტალურად გაწერილი არ არის და ნაადრევია იმის თქმა, აპირებს თუ არა იგი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა შეხვედრაზე ჩასვლას. "კომერსანტს" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განუცხადეს, რომ ამჟამად მაისის პირველ ნახევარში II მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიან ღონისძიებების დაგეგმვაზე, რომელსაც დიდი რაოდენობით საერთაშორისო დელეგაციები დაესწრებიან და რუსული დიპლომატიის ყურადღება ამ მოვლენებზეა კონცენტრირებული. ამავდროულად, "კომერსანტის" რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სერგეი ლავროვის თბილისში ჩასვლის შანსი მინიმალურია”, - აღნიშნავს გამოცემა.

"კომერსანტი" თბილისში არსებულ მის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროსაბჭოს სამდივნომ საქართველოს ხელისუფლებისგან გარანტიები მოსთხოვა, რომ თბილისში მინისტრების შეხვედრაზე "რაიმე გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიურპრიზები" არ წარმოიქმნას. საერთაშორისო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ შესაძლოა სერგეი ლავროვი არ ჩამოვიდეს, რადგან რუსეთის ხელისუფლება გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებს. "მისი ჩამოსვლა საქართველოს იმიჯს დააზარალებს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლებელია. რომ ეს ვიზიტი არ გაიმართოს. თუ ამხანაგი ლავროვი საქართველოში არ ჩამოვა, ჩემი აზრით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი ნაკლებად დაზარალდება”, - დასძენს გამოცემა.

"შესაძლებელია კიდეც რომ არ ჩამოვიდეს. ისინი გავრილოვის ფაქტორს გაითვალისწინებენ, რუსეთშიც ამის შესაძლებლობა არსებობს და ძალიან კარგია, თუ არ ჩამოვა, იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებაში კვლავ დაძაბულობა შეიქმნება და მგონია, რომ ეს არავის არ აწყობს," - განაცხადა ჩიტაძემ. მისივე თქმით, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არ ჩამოვა, ბოლომდე დამაჯერებელი არაა. ეს ინფორმაცია ბოლომდე არაა დამაჯერებელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულწილად საფუძველი მაქვს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას დავეფუძნო", - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს