მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ჩვენებას დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მისცემს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს, ჩვენებას ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია მისცემს.

ჯანაშია ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა პროცესის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პროკურორმა განმარტა, საქმე არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება, კერძოდ კი, დანაშაულის ჩადენისას გიორგი ჯანაშია 16 წლის იყო. შესაბამისად, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე მოწმის დაკითხვის ნაწილში პროცესის ნაწილობრივი დახურვა მოითხოვა.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა სასამართლოში დასაკითხმა მოწმემაც წარადგინა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, კალანდიას სასამართლო პროცესების დახურვა „ხელისუფლების ოცნება და დიდი სურვილი იყო“.

ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დააკმაყოფილა და გიორგი ჯანაშიას დაკითხვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გიორგი ჯანაშიამ ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად.

გიორგი ჯანაშიას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა