გამომძიებელი - გიორგი რურუამ სასამართლო განჩინება შეასრულა და დნმ-ის ნიმუშის აღება ნებაყოფლობით მოხდა

გამომძიებელი კახაბერ მურადაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში, ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღება ნებაყოფლობით მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დნმ-ის ნიმუში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიღეს.

„ნიმუში გაიგზავნება საექსპერტო ბიუროში და შედარდება მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არსებულ დნმ-ის ნიმუშზე. ამ შემთხვევაში, სასამართლო განჩინება შეასრულა გიორგი რურუამ და მისგან ნებაყოფლობით მოხდა ნიმუშის აღება. რაც შეეხება ჩხრეკას, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩატარდა მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა მაშინ, როცა მოხდა მისი დაკავება და ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ვარგისია სროლისათვის“, - განაცხადა გამომძიებელმა.

მისივე ინფორმაციით სასამართლომ განჩინება გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღებასთან დაკავშირებით, გუშინ გამოსცა.

როგორც გამომძიებელმა განმარტა, თუ რურუა ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა დნმ-ის ნიმუშის აღებაზე, გამომძიებლებს განჩინების შესაბამისად, „პროპორციული ძალის გამოყენებით მოუწევდათ ამის გაკეთება“.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო