რელიგიის საკითხთა სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს ინიციატივით სკოლის აღსაზრდელებს-უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის 50-ვე მოსწავლეს, უკვე მესამე წელია, საახალწლო საჩუქრები და სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული ყოველწლიური ინტერრელიგიური კალენდრები გადაეცემათ. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის.

„აქციაში მონაწილეობდნენ: ამერიკული ბაპტისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰობლიცი, მისი თანამშრომელი კახაბერ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე.

სააგენტოს თავმჯდომარემ და ჩარლზ ჰობლიცმა, სკოლის დირექციასთან ერთად, უსინათლო ბავშვთა დახმარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომავალშიც გეგმავს 202-ე სკოლის მოსწავლეთა დახმარებას“, - ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ