ადვოკატი შალვა შავგულიძე - გიორგი რურუამ მისცა დნმ-ის ნიმუში, თუმცა ოქმში დავაფიქსირეთ ყველა უკანონობა, რაც ჩადენილია

შემოსულიყო იყო დაახლოებით 10-15 პოლიციელი და სასჯელაღსრულების თანამშრომლებიც მზად იყვნენ. ჩვენი მხრიდან, არავითარი გონივრულობა არ იქნებოდა ჭიდაობის დაწყება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამომძიებლების მიერ დნმ-ის ნიმუშის ნებაყოფლობით აღებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, გიორგი რურუამ ოქმში „ყველა ის უკანონობა დააფიქსირა, რაც გამოძიების ფარგლებში იქნა განხორციელებული".

„მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ორი პოლიციელი შემოვიდა, გიორგი რურუამ უარი თქვა ნებაყოფლობით დნმ-ის ნიმუშის მიცემაზე და ოქმში დააფიქსირა, რომ ითხოვს გამოძიებას მისი დაკავებისას დნმ-ის კვალის ძალადობით აღების ფაქტთან დაკავშირებით. ამჟამად უკვე აღებული იქნა ახალი განჩინება ნიმუშის აღებაზე და მასში მითითებული იყო, რომ პროპორციული ძალის გამოყენების უფლება მიეცა პოლიციასაც და გამოძიებასაც, მაგრამ იმავდროულად, სასჯელაღსრულებასაც მიეცა უფლება, საჭიროების შემთხვევაში, თავისი კონტიგენტით დახმარებოდა ამ პროპორციულ ძალას. შემოსულიყო იყო დაახლოებით 10-15 პოლიციელი და სასჯელაღსრულების თანამშრომლებიც მზად იყვნენ. არავითარი გონივრულობა არ იქნებოდა აქ ჩვენი მხრიდან ჭიდაობის დაწყება. განჩინების შესაბამისად, გიორგი რურუამ მისცა დნმ-ის ნიმუში, თუმცა ოქმში დავაფიქსირეთ ყველაფერი ის უკანონობა, რაც ჩადენილია", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში „უზნეობებიც ბევრია ჩადენილი“, როცა გამომძიებლები გიორგი რურუას გარდაცვლილი ძმის, ნიკა რურუას დნმ-ის ნიმუშის იარაღზე დატანას ცდილობდნენ.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო