სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება

2020 წლის 15 იანვრიდან ოპტიკურ ქსელში ჩართული მომხმარებლებისთვის SilkTV -ის პაკეტები იცვლება. აბონენტები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ფასდაკლებას, სპორტ და კინო ექსკლუზიურ არხებს და სხვა შეღავათებს, როგორიცაა სატელევიზიო აპლიკაცია Silk Go, YouTube და კინოკატალოგი Amediateka დამატებითი გადასახადის გარეშე.

ამჟამად არსებული 4 პაკეტის ნაცვლად განახლებულ შეთავაზებაშია 3 ძირითადი სატელევიზიო პაკეტი;

უცვლელია ფასი და არხების რაოდენობა პაკეტზე „ეკონომი“ - 63 არხი 12 ლარი;

პაკეტ „კომფორტს“ დაემატა სპორტისა და კინოს 22 ექსკლუზიური არხი. შესაბამისად, განახლებულ პაკეტში თავმოყრილია 194 არხი- 26 ლარად, ნაცვლად 172 არხისა -24 ლარად;

ფასი შემცირდა მაღალ პაკეტზე „პრემიუმ +“, რომელშიც SilkTV-ის ყველა არხია შესული და აბონენტები 45 ლარის ნაცვლად 38 ლარად ისარგებლებენ პაკეტით;

მომხმარებლები პაკეტი „კომფორტი“-დან ავტომატურად გადავლენ „ახალ კომფორტზე“, ხოლო „პრემიუმის“ აბონენტებს – „პრემიუმ +“ გაუაქტიურდებათ. ავტომატურად შეეცვლებათ პირობა ორმაგი შეთავაზების ყველა აბონენტსაც ახალი, ფასდაკლებული კომბინაციებით; ორმაგი შეთავაზების ნებისმიერ კომბინაციაში და ასევე სილქ+ ყველა შეთავაზებაში დამატებითი გადასახადის გარეშე ხელმისაწვდომია Silk GO აპლიკაციის პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ 52 სატელევიზიო არხით;

აბონენტებს, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ 50 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციები, დამატებითი გადასახადის გარეშე ისარგებლებენ YouTube სერვისით; 75 ლარის ან მეტი ღირებულების ორმაგი შეთავაზების კომბინაციებზე, დამატებითი გადასახადის გარეშე გაუაქტიურდებათ ფილმების კატალოგი AMEDIATEKA;

განახლებულ პაკეტებზე ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის საიტზე www.silknet.com

https://silknet.com/?module=news&id=314&type_id=1&language=ge

(R)

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება