კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა

კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი უკვე გამოავლინა. წარმატებით დასრულდა "თბილღვინოს" ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა “თბილღვინო მასპინძლობისთვის”. თითოეულ გამარჯვებულს სახლისთვის ღვინის კუთხე გადაეცა.

"თბილღვინოს" აღნიშნული კამპანია სააგენტო ვინდფორსმა შექმნა, რომელიც მიზნად ისახავდა - თბილღვინოს, როგორც “ქალაქის მასპინძელი ღვინის” პოზიციონირებას.

ღვინის კუთხე

საქართველო ღვინის და შესაბამისად მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, თბილღვინომ საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა. სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული - ღვინის კუთხე - რომელიც, მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითა და ატრიბუტითაა აღჭურვილი დღეიდან თბილისის მასშტაბით ქალაქის სხვადასხვა უბანში დაიდებს ბინას და სტუმრების გამასპინძლებას შეძლებს. ღვინის კუთხე - მობილური აქსესუარია, სადაც განთავსებულია თბილღვინოს ბოთლები და სხვადასხვა აქსესუარები. (ჭიქები, ღვინის ბოთლის გასახსნელი ა.შ).

კამპანიის ფარგლებში პარალელურად შეიქმნა ვებ პლატფორმა Tbilvinohost.ge. სადაც მსურველებს დარეგისტრირების შემდეგ საკუთარი ბინის სურათები ან airbnb.com, booking.com ბმულის გაზიარება და ატვირთვა შეეძლოთ, ასევე მოკლე წერილის სახით აუცილებლად უნდა დაესაბუთებინათ თუ რატომ იმსახურებდნენ თბილღვინოს რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას.

კომპანია ვინდფორსის და თბილღვინოს ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა თბილღვინოს ალტერნატიული ქალაქის გზამკველევი, რომელზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები და თბილღვინოს რეალიზაციის პუქნტებია დატანილი.

გაყიდვის წერტილებისთვის დამზადდა სპეციალური მინი ღვინის კუთხეები, რომლის გადაკეთება საჭირო აქსესუარადაც შესაძლებელია.

კომპანია თბილღვინო მსგავსი ტიპის აქტივობებს სამომავლოდაც გეგმავს.

აირჩიე თბილღვინო მასპინძლობისთვის

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით