მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებით გატარებულ რეგულაციებს NDI-ის გამოკითხულთა თანაბარი ნაწილი დადებითად და უარყოფითად აფასებს

ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მერიის მიერ ტაქსებთან დაკავშირებით გატარებულ რეგულაციებს გამოკითხული მოსახლეობის თანაბარი ნაწილი დადებითად და უარყოფითად აფასებს.

კერძოდ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, სწორი ნაბიჯი იყო თუ არა რეგულაციების გატარება, რომელიც ითვალისწინებდა ტაქსის მძღოლების რეგისტრაციას და თეთრი ფერის გარდა სხვა ტაქსების მოძრაობის შეზღუდვას? - გამოკითხული მოსახლეობის 47% ამბობს, რომ სწორი იყო, ასევე 47% ამ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს, 6%-მა პასუხი არ იცის.

ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა