ქეთევან ციხელაშვილი - მზად ვართ და ნაბიჯებსაც ვდგამთ დიალოგისკენ აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის და ნაბიჯებსაც დგამს აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან დიალოგისკენ.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები. ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის (მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“) და, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიც არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის.

არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დიალოგის სივრცე და კიდევ უფრო ფართო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ, ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის, იმიტომ, რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ