ლიბიის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოსკოვში ვერ შედგა, სავარაუდოდ, ბერლინში გაფორმდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ კვირის ბოლოს, ლიბიის საკითხზე კონფერენციას დაესწრება. მედიის ცნობით, კონფერენციაზე ლიბიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.

ბერლინში კონფერენცია მოსკოვში ჩატარებული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ იმართება, რომლის დროსაც ლიბიის ამბოხებულმა გენერალმა, ხალიფა ჰაფთარმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა და რუსეთის დედაქალაქი დატოვა. აღსანიშავია, რომ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და მისი თურქი კოლეგის, რეჯეფ ტაიფ ერდორანის ინიციატივით შედგა.

ამჯერად, კონფერენციას, რომელიც ბერლინში გაიმართება, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი პირები დაესწრებიან. გუშინ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხალიფა ჰაფტარი მზადაა, ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს.

ცნობისთვის, 2014 წლის მოვლენების შემდეგ ლიბია ორ ნაწილადაა გაყოფილი. როგორც ცნობილია, გაერო ლიბიის დროებით მთავრობას აღიარებს და მას დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი ემხრობიან. რაც შეეხება აღმოსავლეთ ლიბიაში ხალიფა ჰაფტარის რეჟიმს, მას ირანი, რუსეთი, ეგვიპტე და საუდის არაბეთი უჭერენ მხარს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს