რელიგიის სააგენტო - ბრაილის შრიფტით სახარება გამოიცემა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, რევაზ მაისურაძე და კავშირის წევრები, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ საბაური, პანსიონის პედაგოგები.

მათივე ცნობით, სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ სააგენტო უკვე, მესამე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს - ბრაილის შრიფტით ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდარს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოში ბრაილის შრიფტის მომხმარებელთა მოთხოვნილებას. ესაა ის სოციალური პროექტი, რასაც რელიგიის სააგენტო ახორციელებს და ამით გამოხატავს საკუთარ პოზიციას - ამაღლდეს საზოგადოების მგრძნობელობა შშმ პირთა მიმართ. აქვე, ზაზა ვაშაყმაძემ გააჟღერა ახალი ინიციატივა - ბრაილის შრიფტით გამოიცეს ერთ-ერთი სახარება. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს და სთხოვეს შუამდგომლობა ბრაილის შრიფტით „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის საქმეში. ასევე, გამოთქვეს სურვილი, რომ სკოლებში ისწავლებოდეს რელიგია.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა