„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, უარი თქვას გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნება ხელისუფლების უარი დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და დეპოლიტიზირებული პროკურატურის შექმნაზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ (DRI) აცნობეს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს აირჩია. შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე.

„ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის საკითხები, რაც პროკურატურის სავარაუდო პოლიტიზაციას და მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობას უკავშირდებოდა. უფრო მეტიც, მისი მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებების გაჭიანურება, არასწორი მიმართულებით წარმართვა და კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მაღალჩინოსან პირთა შესაძლო მფარველობა. გარდა ამისა, დღევანდელ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმეში პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის, თავად ირაკლი შოთაძის როლთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პასუხები არ გაცემულა ირაკლი შოთაძის მონაწილეობას პოლიტიკურ და ბიზნეს სუბიექტებს შორის არაფორმალურ მოლაპარაკებებში, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდს მიაჩნია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის რანგში ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის საქმიანობაში კანონმდებლობით გათვალისწინებული მიუკერძოებლობის, ობიექტურობის და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვას.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, უარი თქვას გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა