ავსტრალიაში ხანძარსა და წყალდიდობას ებრძვიან

ავსტრალიის ზოგიერთ რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც ჩაიკეტა გზები და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ებრძვიან 100-მდე ტყის ხანძარს, ვიდაიდან ზოგიერთ ტერიტორიაზე ნალექი საერთოდ არ მოსულა.

ვიქტორიაში, ახალ სამხრეთ უელსსა და ქუინსლანდში, რომლებიც ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული შტატებია, საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ახლა წყალდიდობასთან გამკლავება უწევთ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქუინსლენდში ჩაკეტილია ცენტრალური გზები, ახალ სამხრეთ უელსში კი მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ახალ სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურები აცხადებენ, რომ წვიმის გამო მათ 75 ხანძრის კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა, შტატში არის ისეთი ტერიტორიებიც, სადაც ჯერ კიდევ არ უწვიმია.

რაც შეეხება შტატ ვიქტორიას, წვიმის მიუხედავად იქ ჯერ კიდევ ათეულობით ხანძარს ებრძვიან, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო აღარაა და ხელისუფლებამ შესაბამისი ბრძანება გააუქმა.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში გაჩენილ ტყის ხანძარს სექტემბერიდან დღემდე 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაღუპულია მილიონობით ცხოველი და განადგურებულია 2,500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა