რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტრეპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ახალი წელი ახალი დაწყებულია, მაგრამ საკმაოდ ბევრი რამ მოხდა სულ რაღაც 20 დღეში. ვერაფერს იტყვი, ეტყობა ქვეყანას, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების წელია.

დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ 2020 წლის დასაწყისში შიდა პოლიტიკაში გაგრძელდება ის ტენდენციები, რაც 2019 წელს ჩამოყალიბდა. თქვენ რას ჩათვლიდით ამ ტენდენციების წელს გაგრძელების ყველაზე თვალნათელ მაგალითად?

- თქვენც და მკითხველსაც გილოცავთ 2020-ს! ახალ წლებზე არ ვიყავი საქართველოში და ტრადიციული საახალწლო შეფასებები გამომრჩა. ალბათ, ბევრი საინტერესო რამ ითქვა. მოვუსწარი ვახტანგ ძაბირაძის თქვენთვის მოცემულ ინტერვიუს და, როგორც ყოველთვის, თითქმის სავსებით ვეთანხმები მის მიერ დახატულ პოლიტიკურ სურათს.

ერთ დეტალს დავამატებდი ჩემი მხრიდან. თქვენს კითხვაში და ვახტანგის პასუხში გაიჟღერა აზრმა, რომ „როგორც ჩანს“ ხისტი პოლიტიკით სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობს ნეიტრალური ამომრჩევლის გადაბირებას-ო. ასე ჩანს, მაგრამ გამიჩნდა ეჭვი, თვალი ხომ არ გვატყუებს?

უკვე ბევრმა არჩევნებმა და უცხოელების გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „ნაციონალებს“ მხარდამჭერი არ ემატება. რადგან ასეა, მათი სიხისტე „ნაციონალების“ შეცდომა გამოდის. აბა, სხვა კუთხით შევხედოთ პროცესს.

„ნაციონალებს“ მხარდაჭერი არ ემატება. რადგან ასეა, მათი სიხისტე „ნაციონალების“ შეცდომა გამოდის

იქნებ საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი არცა აქვს ამ გუნდს?! მაშინ ყველაფერი ლოგიკურად ლაგდება. მათ იციან, რომ გამარჯვებისთვის საჭირო ახალი ელექტორატის მოპოვება გაუჭირდებათ, ამიტომ ამაზე არც ზრუნავენ. ზრუნავენ მხოლოდ ძველი ელექტორატის შენარჩუნებაზე - არჩევნების შედეგი ხომ შემოსავლის წყაროა პარტიებისთვის.

„ნაციონალების“ ერთგული ელექტორატი სიხისტის მოყვარულია. ესენიც სიხისტეს ზედ ამატებენ რევოლუციურ მანევრებს, ბოქლომებს და სიმყრალეს (სხვადასხვა გაგებით) და მუდმივად აქვთ 11-15%. ამით ინაღდებენ მეორე პარტიის ადგილს, რაც მათ აძლევს შესაბამის დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს მიზანი სავსებით რაციონალურია.

მეორე მხრივ, მათი ეს მიზანი აწყობს მმართველ პარტიას. ეს პოზიციაც რაციონალურია. ხოლო ის, რაც რაციონალურია, არ იცვლება. ამჟამად მე ვერ ვხედავ ფაქტორს, რამაც შეიძლება დაარღვიოს „ოცენებისა“ და „ნაციონალების“ ამგვარი რაციონალური ტანდემი. ასე იყო 2019-ში და, ვფიქრობ, ასევე გაგრძელდება.

ვერ ვხედავ ფაქტორს, რამაც შეიძლება დაარღვიოს „ოცენებისა“ და „ნაციონალების“ ამგვარი რაციონალური ტანდემი. ასე იყო 2019-ში და, ვფიქრობ, ასევე გაგრძელდება

- ენ-დი-აი-ს კვლევაზე ბევრს სერიოზულად მსჯელობენ, ბევრიც ქილიკობს, მაგრამ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, თავადაც ვხედავთ, რომ საზოგადოება საკმაოდ გულგრილია პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ.

მართალია, არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ის, რომ გამოკითხულთა 55%-ს არც ერთი პარტია არ მოსწონს, ეს კვლევების გარეშეც საკმაოდ კარგად ჩანს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდ რაოდენობას დღეის მდგომარეობით არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს?

- „ნაცმოძრაობა“ არ მოსწონთ იმიტომ, რომ ის სჩადიოდა დანაშაულს. „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ იმიტომ, რომ მან სამართლიანობის აღდგენის და სხვა მრავალი პირობა არ შეასრულა. სხვა პარტიები არ მოსწონთ, იმიტომ რომ მათ სახე არა აქვთ, ორი ზემოხსენებული პარტიის დუბლიორები არიან, საკუთარი სათქმელი არა აქვთ გამოკვეთილი.

იმ 45%-ის სიმპატიაც, ვინც აპირებს ხმის მიცემას, ისევ იმ ორ პარტიაზე ნაწილდება. მიზეზი? მიზეზი საზოგადოებაა, რომელმაც ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა.

„ნაცმოძრაობა“ არ მოსწონთ იმიტომ, რომ ის სჩადიოდა დანაშაულს. „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ იმიტომ, რომ მან სამართლიანობის აღდგენის და სხვა მრავალი პირობა არ შეასრულა. სხვა პარტიები არ მოსწონთ, იმიტომ რომ მათ სახე არა აქვთ, ორი ზემოხსენებული პარტიის დუბლიორები არიან, საკუთარი სათქმელი არა აქვთ გამოკვეთილი

სხვათა შორის, ანალოგიური მდგომარეობაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეტყობა, ერთპარტიულობის საბჭოთა მენტალიტეტი რუდიმენტად მოგვყვება ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

- უკვე ცხადია, რომ საპროკურორო საბჭო გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეს შეარჩევს, ხოლო პარლამენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ოპოზიციის მტკიცებით, «იმდენად მოიჭრა თავი „ოცნებამ“, რომ კვალიფიციური კადრები ერიდებიან მასთან თანამშრომლობას.“

ხელისუფლება აცხადებს, რომ პროკურატურა, შოთაძის ხელმძღვანელობით ეფექტურად ებრძოდა დანაშაულს. თუ ასე იყო, რატომ გაუშვეს გაუგებარია. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე და რამდენად შესაძლებელია, რომ ეს ისევ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავაშირდებოდეს?

- შეიძლება უკავშირდებოდეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შოტაძის ისევ გაგენპროკურორება, იგი ხომ ენერგიულად უპირისპირდებოდა „ნაციონალებს,“ როგორც ჩანს, ამიტომაც არიან დღეს შოთაძეზე „ნაციონალები“ ალესილები.

მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ არაა პოლიტიკურად მომგებიანი ერთსა და იმავე კაბინეტში ორჯერ შესვლა. ოცნებას გადაყოლილი მმართველი პარტია დღემდე ვერ ხედავს რა არის მისთვის წამგებიანი და რა მომგებიანი.

უნდა ითქვას, რომ არაა პოლიტიკურად მომგებიანი ერთსა და იმავე კაბინეტში ორჯერ შესვლა. ოცნებას გადაყოლილი მმართველი პარტია დღემდე ვერ ხედავს რა არის მისთვის წამგებიანი და რა მომგებიანი

მმართველი პარტია გაიმარჯვებს, მაგრამ ამ გზააბნეულ „ნაციონალებზე“ გამარჯვება დიდად მომგებიანი აღარაა, მათზე გამარჯვების ათასჯერ განმეორებული სცენარი აღარც პოლიტიკურ ქულებს იძლევა და, მომაბეზრებელია, ბოლოსდაბოლოს.

მმართველი პარტიისთვის მომგებიანია, რომ მოსახლეობას ეამაყებოდეს მისი მმართველობაში ყოფნა, რადგან ადამიანებს სურთ, რომ ეამაყებოდეთ საკუთარი სახელმწიფო და მისი ლიდერი. „ოცნება“ ამ მიზანს ჯერჯერობით ვერ აღწევს და არც ისახავს.

- ვრცელდება ინფორმაციები, რომ მმართველ გუნდში მთლად ყველაფერი დალაგებულად არაა. პრემიერმა გახარიამ იქნება თუ არა მისი სავარაოუდო შემცვლელი ივანიშვილი ასე უპასუხა - „დაველოდოთ ფინალურ სერიას“.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება მტკიცებები, რომ თბილისის მერსა და „ქართული ოცნების“ გენმდივანის კახი კალაძის პოზიციები მმართველ გუნდში შესუსტებულია, მეტიც საუბრობენ იმაზეც, რომ არა გამორიცხული პრემიერი გახარია ივანიშვილმა ჩაანაცვლოს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე გახდეს?

- არ ვიცი ვინ საუბრობს და ამიტომ არ ვიცი რამდენად ყურადსაღებია ეს საუბრები. ამ ჩანაცვლებების აზრს მივხვდებოდი, მმართველ პარტიას რომ უჭირდეს. რაც არ უნდა დაეცეს მმართველი პარტიის რეიტინგი, „ნაციონალების“ რეიტინგი ყოველთვის მათზე დაბლაა. ასე რომ გამარჯვება „ოცნებას“ გარანტირებული აქვს.

რატომ უნდა მოახდინოს ეს გადაადგილებები? შოთაძეზე ატყდა „კადრი აღარ ჰყავთ და აბრუნებენო“. წარომიდგინეთ, რა ამბავი ატყდება ივანიშვილის და კობახიძის დაბრუნებაზე. არ მესმის რა მიზეზით უნდა აიტკივოს მმართველმა პარტიამ საკადრო გადაადგილებებით აუტკივარი თავი. თუ ვინმე დამანახებს ამ პროგნოზების ლოგიკას, მერე დავფიქრდები.

არ მესმის რა მიზეზით უნდა აიტკივოს მმართველმა პარტიამ საკადრო გადაადგილებებით აუტკივარი თავი. თუ ვინმე დამანახებს ამ პროგნოზების ლოგიკას, მერე დავფიქრდები

- ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პროცესები საკმაოდ გაუგებარადაც კი ვითარდება. მეტიც, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ «ინტერპრესნიუსს“ თქვენს მიერ ნახსენებ ინტერვიუში განუცხადა - „იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ოპოზიციაა, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ძალაუფლების შენარჩუნების შანსი“.

ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიციის ვერც ერთი ჯგუფი „ქართული ოცნების“ ალტერნატივად ვერანაირად ვერ ახერხებს ჩამოყალიბებას. როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს?

- თქვენ უკვე შესანიშნავად შეაფასეთ, ისევე, როგორც ბატონმა ვახტანგმა. მიზეზად იგივეს ვვარაუდობ, რაც „ნაციონალებზე“ ვთქვი - ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის რეალური სურვილი არა აქვს. მას მხოლოდ სჭირდებას საკუთარი ოპოზიციონერობის განმტკიცება, ცნობად სახეებად დარჩენა და საბიუჯეტო ფული.

ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის რეალური სურვილი არა აქვს. მას მხოლოდ სჭირდებას საკუთარი ოპოზიციონერობის განმტკიცება, ცნობად სახეებად დარჩენა და საბიუჯეტო ფული

სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ამდენი ხნის განმავლობაში რეიტინგების ქვედა წერტილებზე გაყინვა, თანაც კმაყოფილი სახით, და ყველაფრის უცვლელად დატოვება.

- „ქართული ოცნებიდან“ წამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ იგეგმება ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, რომელშიც არ იქნებიან არც „ოცნების“ და არც „ნაციონალების“ წარმომადგენლები.

თქვენი დაკვირვებით, შეიძლება თუ არა შედგეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარეშე?

- რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ახალი დიდი პოლიტიკური ძალა, სულერთია ოპოზიციური იქნება ის თუ არა, შეიძლება შეიქმნას რაღაც ახლის მოტანით. მხოლოდ ძველებისგან განრიდება არაა ამისთვის საკმარისი.

- დამკვირვებელთა ნაწილი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად საქართველოს ან ეყოლება კოალიციური მთავრობა, ან „ოცნება“ გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლებს უმრავლესობის შენარჩუნებას.

თქვენი დაკვირვებით, სადავაუდოდ, რა შედეგით დასრულდება 2020 წლის არჩევნები?

- ოპოზიციის მიმართ პესიმიზმის გამო, რაშიც მარტო არა ვარ, მგონია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგი „ოცნებას“ მისცემს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას.

ოპოზიციის მიმართ პესიმიზმის გამო, რაშიც მარტო არა ვარ, მგონია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგი „ოცნებას“ მისცემს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობას

საიმედოდ ის მაქვს დატოვებული, რომ პარლამენტში შეიძლება მოხვდეს ახალი მცირე ჯგუფები, რომლებსაც საპარლამენტო ცხოვრება მომავალი არჩევნებისთვის დაავაჟკაცებს.

- ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ბოლო დღეებში აფხაზეთის განვითარებულ მოვლენებს - ხაჯინბას გადადგომას, ოპოზიციის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟანიას დასახელებას. ასევე ქართული მედიით სერგეი შამბასა და ასლან ბჟანიას გაკეთებულ განცხადებებს თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობის შესახებ.

ამ თემებზე ქართული ტელევიზიებით იმდენი არაკვალიფიციური და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური შეფასებები ისმის, რომ მეტი არ შეიძლება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური წრეების საკმაოდ დიდი ნაწილი მთლად ადეკვატურად ვერ ახერხებს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას?

- როდის ვახერხებდით? ქართული მხარის დაუფიქრებლობამ ადრეც არაერთხელ დაასხა წყალი აფხაზეთის კონფლიქტის რუსეთისგან აგებულ წისქვილზე. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ ადექვატური რეაგირებას არც ვცდილობთ.

ჩვენ „საჩვენებელი რეაგირება“ გვჩვევია, რეაგირება ერთმანეთის დასანახად. ამისგან განსხვავებით ბჟანიას და შამბას განცხადებები პრაგმატულია. ეს განცხადებები საარჩევნოდაც გამოადგებათ გალელებისთვის და რუსებთანაც - სავაჭროდ. ევროპელების თვალშიც მომგებიანია, ხელი შეეწყობა აღიარების პოლიტიკას.

ჩვენ რომ აფხაზეთის საკითხში ადექვატურობა გვსურდეს, წიაღსვლების გარეშე დაველოდებოდით მოვლენათა განვითარებას

რაც მთავარია, მათ სიახლე შემოიტანეს ურთიერთობაში ისე, რომ არ თქვეს ზედმეტი არაფერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით ილაპარაკეს. ჩვენ რომ ადექვატურობა გვსურდეს, და არა ერთმანეთთან თავმოწონება, სიტყვაძუნწ თანხმობას გამოვხატავდით მხოლოდ, წიაღსვლების გარეშე, და დაველოდებოდით მოვლენათა განვითარებას.

იმედია, ქართული პოლიტიკა მიაღწევს სიმწიფის ამ ხარისხს. პოლიტიკური სიმწიფე გამოსჭვივის აფხაზურ პოზიციებშიც. პროცესი შეიძლება საინტერესო და სიახლის შემცველი იყოს, მაგრამ გამორიცხული არც ისაა, რომ რეალური მოქმედება არც მოჰყვეს ამ წინასაარჩევნო განცხადებებს. ვნახოთ.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით