ლიდერები ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტისა და იარაღის ემბარგოს კონტროლის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ბერლინში, ლიბიის საკითხზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

„ყველა შევთანხდმით, რომ იარაღის შეტანაზე დაწესებულ ემბარგოს პატივს ვცემთ და რომ ამ საკითხის კონტროლი ბევრად უფრო მკაცრად უნდა განხორციელდეს, ვიდრე აქამდე,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ სამიტი "მცირე წინგადადგმული ნაბიჯი" იყო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა კი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ ლიბიის კონფლიქტში ჩარევისგან.“

„არ არსებობს ამ კონფლიქტის გადაჭრის სამხედრო გზა, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. იმედი მაქვს ვალდებულებები, რომელიც დღეს ავიღეთ, ლიბიის კრიზისის ხანგრძლივად მოგვარებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა გუტიერესმა.

ბერლინში, გაეროს ეგიდით გამართულ სამიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლიბიის დაპირისპირებული მხარეების წამრომადგენლები : გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული შეთანხმების მთავრობის (Government of National Accord) ლიდერი ფაიეზ ალ-სარაი და ლიბიის ეროვნული არმიის (LNA) ხელმძღვანელი ხალიფა ჰაფტარიც, თუმცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრაზე ან მოლაპარაკებაზე არ დათანხდნენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს