Fitch-მა ტერაბანკს საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ტერაბანკს სტაბილური პროგნოზით გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.

სარეიტინგო შეფასება სხვადასხვა მონაცემს აერთიანებს. იგი ბანკის დადებით ფინანსურ მაჩვენებლებსა და იმ ახალ სტრატეგიას ეყრდნობა, რომელიც მცირე თუ საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მიკრო და საცალო დაკრედიტებას ითვალისწინებს.

Fitch-ის შეფასება განპირობებულია ტერაბანკის გაუმჯობესებული მომგებიანობისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის ზრდით, ასევე, კაპიტალისა და ლიკვიდურობის თვალსაზრისით ბანკის მიერ დაკავებული კარგი პოზიციით.

„ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის პოზიტიური შეფასება, როგორიც სააგენტო Fitch Ratings-ია, ჩვენთვის მნიშნველოვან ფაქტორს წარმოადგენს. იგი საერთაშორისო ინსტიტუტებისა თუ ინვესტორების ნდობას აძლიერებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერაბანკის მიერ არჩეული განვითარების ხაზი მართებული და შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ სეგმენტად ისევ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება რჩება. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გააგრძელებს“, - აცხადებენ ტერაბანკში.

Fitch-ის სარეიტინგო შეფასებაში ხაზგასმულია, რომ 2016 წლის შემდეგ ტერაბანკის ისტორია საგრძნობლადაა გაუმჯობესებული. მათ შორის ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა დანახარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა, მომგებიანობა და კაპიტალიზაცია, რაზეც პოზიტიურ გავლენას თავად ბანკის აქციონერების მხარდაჭერაც ახდენს.

Fitch Ratings საკრედიტო რეიტინგის შეფასებისა და კვლევის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს